კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსკოვის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ხაზს აგრძელებს

2 თებერვალი, 2011
საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ხაზს აგრძელებს. ამ ბრალდებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშევიჩი გამოვიდა.

ლუკაშევიჩის განცხადებაში, რომელიც სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნული ბრალდების საფუძვლად 25 იანვრის პირდაპირ ტელეეთერში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები სახელდება.

„მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ მოუწოდა ყველა ქართველს, მომავალ წელს სოხუმში შეხვდნენ და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება. რუსეთის ხელისუფლების მიმართ მან კიდევ ერთხელ გააკეთა შეურაცხმყოფელი განცხადებები. დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ხაზს ჯიუტად აგრძელებს. ასევე მართლზომიერია აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარეების შიში საქართველოს მხრიდან პირდაპირი საფრთხის გამო“, - ნათქვამია ლუკაშევიჩის განცხადებაში.

ლუკაშევიჩის თქმით, ამ გამონათქვამების შემდეგ, ჟენევის მოლაპარაკებებზე ნდობის დამყარება და დევნილების დაბრუნების საკითხების განხილვა რთული იქნება. მას მიაჩნია, რომ ამ ფორმატში განხილვის მთავარ თემად კვლავ უსაფრთხოება უნდა დარჩეს.

ლავროვის უწყების წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ იანვრის ბოლოს გაეროს უშიშროების საბჭოში სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების ლიდერების განცხადებები გავრცელდა, რომლებითაც ისინი საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას იღებენ. მას მიაჩნია, რომ ეს კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამყარებისკენ მძლავრი და ეფექტური ნაბიჯია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები