კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დემურ გიორხელიძე: „ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება მცირე მოვაჭრეების გაკოტრებას გამოიწვევს“

2 თებერვალი, 2011

1 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ხელით და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის შემოტანა აიკრძალა. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ განაცხადა, საბაჟო წესების დარღვევით ბაზარზე შემოტანილი პროდუქცია ქვეყანაში ჯანსაღი, კონკურენტული ბიზნეს - გარემოს ჩამოყალიბებას ზიანს აყენებს.

„ეს პროცესი ფინანსთა სამინსიტროს მხრიდან კატეოგორიულ და მკაცრ შეფასებებს მოითხოვს. სავაჭროდ განკუთვნილი საქონლის შემოტანა მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით იქნება დასაშვები“, - აღნიშნა რუსუდან კემულარიამ. მისივე თქმით, ამ რეგულაციას ფინანსთა სამინისტრო ახალი ანტიკონტრაბანდული აქციის ფარგლებში მართავს.

ეკონომიკის ექსპერტის  დემურ გიორხელიძის აზრით,  სავაჭრო საქონლის საქართველოში სამგზავრო ტრანსპორტით შემოტანის აკრძალვა  მცირე მოვაჭრეების გაკოტრებას  გამოიწვევს და მთელ ბაზარს ის მსხვილი კომპანიები აითვისებენ, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებულები არიან.

როგორც „მედიანიუსთან“ საუბრისას ექსპერტმა აღნიშნა, მცირე და ინდივიდუალურ მეწარმეებს არა აქვთ საშულება, პროდუქცია კონტეინერებით და დიდი სატვირთო მანქანებით შემოიტანონ. ამიტომ ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, რამდენიმე ათეული ათასი მოვაჭრე შემოსავლის გარეშე დარჩება.

მისი თქმით,  იმის მაგივრად, რომ მთავრობამ სამუშაო ადგილების შექმნით და მცირე თუ ინდმეწარმეების ხელშეწყობით იყოს დაკავებული,  პირიქით, მათ ყველნაირ გზას უკეტავს და თითქმის ყველა სფეროში მონოპოლისტების გაჩენას უწყობს ხელს.

გიორხელიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს არგუმენტაცია, რომ თითქოს მარტივი გზით შემოტანილი საქონელი რამდენიმე უცხოურ ბრენდს პრობლემას უქმნის, ალოგიკური და გაუმართლებელია. სწორედ ამ ბრენდების  შემომტანებმა ისეთი კატასტროფული ფასები დაადეს თავის პროდუქციას, რომლის ანალოგიც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის და თურმე სხვა თუ იაფად შემოიტანს პროდუქციას, მათ პრობლემები ექმნებათ.

„ქვეყანაში,  სადაც დასაქმება პრობლემაა და სადაც მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იყოს დომინირებული,  ამ დროს ფინანსთა სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ზღუდავს და აკოტრებს მცირე თუ ინდივიდუალურ  მეწარმეებს. ახლა  ბიზნესი, რომელიც ათიათაოსბით ადამიანს კვებავდა,  მსხვილი ბიზნესმენების ხელში გადავა.  ფინასთა სამინისტროს აღნიშნული  გადაწყვეტილება მსხვილი მონოპოლისტების წარმოქმნას გამოიწვევს და ფასებზეც შესაბამისად აისახება“, - განუცხადა „მედიანიუსს“ დემურ გიორხელიძემ და დასძინა, რომ სამარშუტო ტაქსების ბიზნესშიც იგივე პროცესები მიმდინარებს.

წყარო:http://medianews.ge/index.php/ka/content/59653/ 

ახალი ამბები