კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თინათინ ხიდაშელი: "სამარშრუტო ტაქსების ტენდერი თბილისის მერის მიერ დადგმული მორიგი ფარსი იყო"

2 თებერვალი, 2011

თბილისის საკრებულოს "რესპუბლიკელი" წევრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, „სამარშრუტო ტაქსების ტენდერი თბილისის მერის მიერ დადგმული მორიგი ფარსი იყო“.

როგორც „პირველს“ ხიდაშელმა განუცხადა: „აღნიშნული ვარაუდი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულთა გამოვლენით დადასტურდა“.

„ფარსი იყო განცხადებები, თითქოს ტენდერი თავისუფალ კონკურენტულ გარემოში ტარდებოდა. სინამდვილეში ბატონ მერს დიდი ხანია, გადაწყვეტილი ჰქონდა, თუ ვის სჩუქნიდა თბილისის სატრანსპორტო ქსელებს. ასევე ფარსი იყო განცხადებები, რომ მონოპოლიის თავიდან ასაცილებლად ტენდერი 5 ლოტად გამოცხადდა. სინამდვილეში „გამარჯვებული“ კომპანიები ერთი და იგივე ჯგუფის მიერ სახელდახელოდ შეიქმნა. კომისიის წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ „ვერ შენიშნა“, რომ „გამარჯვებული“ კომპანიები - შპს-ები „თბილ ლაინი“, „ფაბლიქ ქარი“ და „თბილ ქარი“ ერთ დღესაა შექმნილი, მათი წესდებების ტექსტები აბსოლუტურად იდენტურია, საბუთები ერთი და იგივე ნოტარიუსის მიერ არის დამოწმებული, დოკუმენტები საჯარო რეესტრში 5-წუთიანი შუალედებით არის დარეგისტრირებული, მათთვის საოფისე ფართის გამოყოფის ვალდებულებას კი ერთი და იგივე რესტორანი იღებს“, - განმარტავს ხიდაშელი.

მისივე თქმით, „აღნიშნული კორუფციული გეგმის შედეგად გამარჯვებული კომპანიები მომსახურებას ხელოვნურად აძვირებენ, ბაზრიდან სდევნიან და სარჩო-საბადებელს ართმევენ წვრილ მეწარმეებსა და მესაკუთრეებს, შედეგად კი კიდევ უფრო იზრდება ოლიგარქების შემოსავალიც და მოსახლეობის სიღარიბეც“.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები