კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონტროლის პალატამ სადაზღვევო კომპანიებს შეუტია

2 თებერვალი, 2011

სადაზღვევო კომპანიებმა 284 მილიონი ლარიდან მოსახლეობის მომსახურებაზე მხოლოდ 40% დახარჯეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კონტროლის პალატიდან აცნობეს.

კონტროლის პალატის აუდიტის წინასწარი მონაცემებით, 284 მილიონი ლარიდან სადაზღვევო კომპანიებმა მოსახლეობის მომსახურებაზე დახარჯეს მხოლოდ 40%, რომელიც მოხმარდა დაზღვეულთა მხოლოდ მეხუთედს. ამავე მონაცემებით, კომპანიების მოგების მარჟამ გადააჭარბა 60%-ს, მაშინ როდესაც კერძო დაზღვევაში მოგების მარჟა 4%-ია, რაც შეესაბამება სადაზღვევო ბიზნესის მომგებიანობის საერთაშორისო პრაქტიკას.

„2008-2010 წლებში უმწეოთა პროგრამით დაზღვეულ 808 000 მოქალაქეს დაუფინანსდა მხოლოდ 171 000 შემთხვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგრამით ისარგებლა დაზღვეულთა მხოლოდ 21%-მა. სახელმწიფოს, სამედიცინო პერსონალისა და პროგრამით მოსარგებლეთა ინტერესების უგულვებელყოფის ხარჯზე, სადაზღვევო კომპანიებმა მიიღეს 170 მილიონი ლარის შემოსავალი“, - აცხადებს კონტროლის პალატა.

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, კონტროლის პალატა ასკვნის, რომ დაზღვევის სექტორი ხასიათდება შემდეგი მომატებული რისკებითა და ნაკლოვანებებით - სახელმწიფო მკაცრი რეგულირების არარსებობა, სადაზღვევო კომპანიების არაკეთილსინდისიერი ქმედება, სამედიცინო მომსახურების ხელოვნურად შეზღუდული ხელმისაწდომობა, პროგრამით მოსარგებლეთა არასაკმარისი ინფორმირება, პროგრამით მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზის ცდომილება.

საქართველოს კონტროლის პალატა მომდევნო დღეებში დაიწყებს პროგრამის სრულ აუდიტს, უახლოესი პერიოდის განმავლობაში შეისწავლის ყველა რისკ-ფაქტორს და გამოავლენს იმ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებს, რაც განაპირობებს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და არაეკონომიურ ხარჯვას.

კონტროლის პალატა 2010 წლიდან იკვლევს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების მართვის კანონიერებას, რომლის ფარგლებში 800 000 მოქალაქის დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით. 2008-2010 წლებში დაიხარჯა 284 მილიონი ლარი.

უფრო ვრცელ მასალას კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებით, კონტროლის პალატა მოგვიანებით გაავრცელებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები