კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმართან გრძელვადიანი პაემანი 60 ლარი ეღირება

3 თებერვალი, 2011
გრძელვადიანი პაემნებისთვის სამვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის შენობები მოეწყო. ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ, 3 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გრძელვადიან პაემნებთან დაკავშირებული კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა და შესაბამისი შენობების ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა.

მისი თქმით, იგი გაეცნო ევროპის ბევრი ქვეყნის შესაბამის დაწესებულებას და მიაჩნია, რომ საქართველოში მოწყობილი ინფრასტრუქტურა გაცილებით უკეთესია.

კალმახელიძის განმარტებით, სამვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის ოთახებში პატიმრები და მისი სტუმრები მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობენ თავს. მათთვის იქნება სამჯერადი კვება, ასევე მაღაზიის მომსახურება, იქნება ეზო, ხოლო არასრულწლოვანი ბავშვებისთვის კი იქნება ცალკე საწოლი და გასართობი საშუალებები.

მინისტრის განცხადებით, იგი ძალიან ღელავს, რადგან სერიოზული და დიდი მნიშვნელობის პროექტი შედის ძალაში და ამიტომ საზოგადოებას სთხოვს, რომ თუ რაიმე ხარვეზი იქნება პროექტის დაწყებისას, „მას მიუტევონ“.

„ვღელავ, რადგან ეს არის ახალი პროექტი და სანამ ის მოიქოქება, მინდა, რომ მან ხარვეზების გარეშე ჩაიაროს“, - განაცხადა ხათუნა კალმახელიძემ.

მისი თქმით, გრძელვადიანი პაემნის ღირებულება 60 ლარი იქნება და ეს თანხა არის მინიმალური, რაც შეიძლება დაწესებულიყო: „გრძელვადიანი პაემნები უფასო რომ ყოფილიყო, მაშინ შეუძლებელი იქნებოდა ამ საშუალების ასე სწრაფად ამოქმედება“.

კალმახელიძის გამოთვლით, უფასო გრძელვადიანი პაემნები ქართულ სინამდვილეში შეიძლებოდა 10 წლის შემდეგ დანერგილიყო. მან არ გამორიცხა, რომ მომავალში გრძელვადიანი პაემნები შეიძლება უფასოც იყოს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები