კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტყიბულში გაფიცულებმა გარკვეულ შედეგს მიაღწიეს

3 თებერვალი, 2011
ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვა შეწყდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ტყიბულის“ მეშახტეთა პროფკავშირის სამდივნოს წევრმა, შპს „საქნახშირის“ (ჯი-აი-ჯი ჯგუფის) ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის სამთო ოსტატმა გიორგი ბაბუხადიამ განუცხადა, ამ მომენტისთვის მაღაროებში მუშაობა აღდგენილია. გაფიცულები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ იმ იმედით, რომ „საქნახშირის“ ადმინისტრაციასთან მიღწეული შეთანხმება შესრულდება.

ბაბუხადიამ აღნიშნა, რომ „საქნახშირის“ ადმინისტრაციულ შენობაში დღეს გარკვეული შეთანხმება შედგა და ხელშეკრულება გაფორმდა. შეხვედრას „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი, ზაზა სადუნიშვილი, გაფიცული მეშახტეები და დარგობრივი პროფკავშირის ხელმძღვანლები ესწრებოდნენ.

მიღწეული შეთანხმებით, მაღაროს ადმინისტრაციამ მაღაროელების ხელფასების ოდენობას უნდა გადახედოს და მეშახტეთა სამუშაო პირობების უსაფრთხოების კუთხით ღონისძიებები უნდა გაატაროს.

ბაბუხადიამ ასევე განაცხადა, რომ I ეტაპზე საუბარია ტრანსპორტის უბნის მუშების ხელფასების 15-35%-მდე გაზრდაზე, რომელთა ხელფასი ამჟამად 250 ლარია. თანხების ოდენობის განსასაზღვრად შეხვედრები მაღაროს ადმინისტრაციასთან გაგრძელდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები