კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბარაქ ობამასთან საუზმის შემდეგ ირაკლი ალასანია ჯონ მაკკეინს შეხვდა

4 თებერვალი, 2011

აშშ-ში ვიზიტით მყოფი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია „რესპუბლიკელ“ სენატორს, რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ჯონ მაკკეინს შეხვდა.

„თავისუფალი დემოკრატების: პრესსამსახურის ინფორმაციით, მაკკეინმა და ალასანიამ შეხვედრაზე საქართველოში დემოკრატიული განვითარებისა და საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

როგორც ალასანიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, მათ შორის, სენატორ მაკკეინს, კარგად ესმით, რომ 2012-2013 წლებში საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით შეცვლა უნდა განხორციელდეს.

„სწორედ ეს გახდება ჩვენი ქვეყნისთვის დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარების და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების მთავარი გარანტი“, - აღნიშნა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა.

ჯონ მაკკეინთან შეხვედრამდე, ირაკლი ალასანია ვაშინგტონში, პრეზიდენტ ბარაქ ობამასთსან ერთად, ყოველწლიურ საუზმეს დაესწრო. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ტრადიციულ საუზმეზე ამერიკელმა კონგრესმენებმა მიიწვიეს.
ვიზიტის ფარგლებში ალასანია შეხვედრებს მართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, კონგრესსა და სენატში.

 ვიდეო

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები