კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა

4 თებერვალი, 2011

უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა. ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ბრიფინგზე მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, სამართალმცოდნეობის, ბიზნესისა და ეკონომიკის, სამეციდინოს და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტები დაფინანსდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოიპოვებენ საკმარის ქულებს 100%-იანი დაფინანსებისთვის.

მისივე თქმით, ყველა სხვა შემთხვევაში სტუდენტები გრანტს ვერ მოიპოვებენ. ისინი ჩაირიცხებიან, მაგრამ 70%-იან, 50%-იან და 30%-იან დაფინანსება ამ ფაკულტეტებზე არ იქნება გათვალისწინებული.

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად დიმიტრი შაშკინმა საქართველოში ნაკლებადპოპულარული პროფესიების მეტი ფინანსური სტიმულირება დაასახელა.

„ჩვენს ქვეყანაში კონკრეტულ პროფესიებზე ძალიან დიდი დეფიციტია და ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა. ასეთივე მდგომარეობაა ამერიკასა და ევროპაში. ერთადერთი ბერკეტი, რომელიც სახელმწიფოს აქვს პროფესიების პოპულარიზაციისთვის, არის ფინანსური სტიმულირება. როდესაც ჩვენ გადავხედეთ ბაკალავრიატის დაფინანსების შედეგებს 2009 წელს ვნახეთ, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი საგრანტო დაფინანსება 80-85% იხარჯებოდა იურიდიულზე, სამედიცინოზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და ბიზნეს-ეკონომიკაზე. მხოლოდ 15-20% რჩებოდა სხვა ფაკულტეტებზე. ამიტომ საქართველოს მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ხაზს ვუსვამ - სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემა შეიცვალა, რადგან მოხდეს ფინანსური სტიმულირება იმ პროფესიებისა, როლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, რომ ამ პროფესიების პოპურალიზაცია და ფინანსური სტიმულირება მომხდარიყო.

„ჩვენ მსგავსი მაგალითი უკვე გვაქვს. შევცვალეთ სამაგისტრო დაფინანსება 2010 წელს და შედეგად 12-ჯერ გაიზარდა საინჟინრო ფაკულტეტზე მსურველთა რაოდენობა, ხოლო 10-ჯერ შემცრიდა სამართალმცოდენობის ფაკულტეტზე ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის სახელმწიფო გრანტი და სახელმწიფოს აქვს აბსოლიტურად დისკრეციული და სამართლიანი უფლება, მოახდინოს სტიმულირება იმ დარგებისა, რომლებიც ძალიან სჭრიდება ჩვენს ქვეყანას შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი და სპეციალობების სრული ნუსხა, განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზეა განთავსებული და მოცემულია აბიტურიენტებისათვის გამოცემულ ცნობარში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები