კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას ადვოკატი არ ჰყავს

4 თებერვალი, 2011

მისაქციელში 5 წლის შალვა წიკლაურის მკვლელობისთვის დაკავებულ ინეზა წიკლაურს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გამოძიების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ინეზა წიკლაურს ადვოკატი არ ჰყოლია. მუხლი, რომელიც მას წაუყენეს, სავალდებულო დაცვას არ ითვალისწინებს. წიკლაურს ბრალად ედება სს კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მისაქციელის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დედას შვილი ცემით შემოაკვდა. მან ბავშვს თავში შეშა ჩაარტყა. მეზობლები იმასაც ამბობენ, რომ დედა 5 წლის შალვას ხშირად სცემდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები