კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსახლკაროები საქართველოში

7 თებერვალი, 2011
                                                                                       The Economist
 
რამდენიმე კვირის წინ თბილისის ქუჩებში ახალი პოსტერი გამოჩნდა. მარცხენა მხარეს  თბილისის ერთ-ერთი შენობიდან პოლიცია ახალგაზრდა ოჯახს  ასახლებს. მარჯვენა მხარეს სურათი SS-ის ოფიცრის გამოსახულებაში გადადის – ის ებრაელების დეპორტაციას ახორციელებს. სულ ზევით კი კობა სუბელიანის, მთავრობის იმ მინისტრის სახეა,  რომელსაც საქართველოს აფხაზური და სამხრეთ-ოსური ომებიდან გამოქცეულების დაბინავება ევალება. მისი გამოსახულების ქვეშ წარწერაა – „Stop!“

გასული ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 1500-მდე იძულებით გადაადგილებული პირი გამოასახლეს და მთავრობამ მათ დედაქალაქის გარეთ ალტერნატიული ბინები შესთავაზა. ბევრს ეშინია რომ ისინი ისევე დაკარგავენ შემოსავალს, როგორც სახლები დაკარგეს, მაგრამ შედარება ნაცისტთა დანაშაულებთან  გამაოგნებლად დაუმსახურებელია.  ადრეც ვწერდით, რომ საქართველოს მთავრობას ამ გამოსახლებების ჩატარების უფლება აქვს. ნაგებობები რომლებზეც საუბარია, ოფიციალურად არ არიან რეგისტრირებულები, როგორც „კოლექტიური ცენტრები“ და არავის მის ბინადართაგან არ უფიქრია, რომ ისინი აქ მუდმივად შესძლებდნენ ცხოვრებას.

საქართველოს პოლიტიკა დევნილთა მიმართ უფრო ცივილიზებულია, ვიდრე მაგალითად მისი მეზობელი აზერბაიჯანისა (აქ 1990-იანი წლების მთიანი-ყარაბახის კონფლიქტის შემდეგ, 580 000-ზე მეტი დევნილია) მთავრობის მიზანია 250 000-ზე მეტი დევნილის ინტეგრირება იმ ადგილებზე, სადაც ისინი ცხოვრობენ,  ბინებით,  შემოსავლითა  და სოციალური მომსახურებით სრულყოფილი სარგებლობით მათი უზრუნველყოფაა, მაგრამ ამ მიზნის შესასრულებლად სახელმწიფოს 1 მილიარდი დოლარი სჭირდება, აქამდე მას მხოლოდ 200 მილიონი დოლარი აქვს.

მიდგომა მოუხეშავი იყო. როდესაც 2010 წლის აგვისტოში პირველი გამოსახლება დაიწყო, გაერო-ს ჩინოვნიკებმა და დიპლომატებმა კრიტიკის ცეცხლი გახსნეს. საპასუხოდ, ოფიციალურმა პირებმა გამოსახლებაზე მორატორიუმი გამოაცხადეს მანამდე, სანამ არ შეათანხმებდნენ ყველა მხარისთვის მისაღებ პროცედურას. გამოსახლება 20 იანვარს განახლდა, მაგრამ დამოუკიდებელი მეთვალყურეები ამბობენ, რომ შეთანხმებული პროცედურები ცუდად შესრულდა. ბევრმა ადამიანმა არ იცოდა გამოსახლების ზუსტი ვადა. რუსეთთან 2008 წლის ომის გამო დევნილთაგან ძალიან ცოტამ მიიღო ის კომპენსაცია, რომელიც ეკუთვნოდა.  ჩინოვნიკებმა ძალიან მცირე ყურადღება დაუთმეს იმას, რომ თავიდან აეცილებინათ ყველაზე ცუდი, რასაც გაიდლაინები ითხოვდა და ზოგიერთი ასე ნაქები, მთავრობის მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული ბინებიდან აშკარად არაადეკვატური აღმოჩნდა, განსაკუთრებით შუა ზამთარში.

ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ადამიანებს დარჩენისკენ მოუწოდებდა. მათ პოლიციასთან შეტაკებები მოუვიდათ და პარლამენტთან საპროტესტო დემონსტრაციები ჩაატარეს, მაგრამ ახალგაზრდა ქართველებმა ”ფეისბუქის” დახმარებით საპროტესტო ღონისძიების ორგანიზება მოახდინეს და თითქმის გამონაკლისის გარეშე ყველას ასეთი პირობა ჰქონდა – „პოლიტიკოსებს არ მიესალმებიან“.  ეს ეპიზოდი საქართველოს პოლიტიკის მდგომარეობის უფრო ფართო ასახვას გვთავაზობს.  უხეში პოლიტიკური მოგების ძიებაში ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა საკუთარი თავის დისკრედიტირება მოახდინეს და საკუთარი სისუსტე გამოამჟღავნეს. სააკაშვილის მთავრობა კი უფრო ძლიერად გამოიყურება: მოიპოვა რა დამაჯერებელი გამარჯვება გასული წლის მუნიციპალურ არჩევნებზე, ახლა ადვილად შეუძლია გაატაროს არაპოპულარული ზომები.

მაგრამ Transparency International-ი, არასამთავრობო  ორგანიზაცია, ამტკიცებს რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა გამოსახლებასთან დაკავშირებით შესაბამისი საჯარო დებატები ჩატარებულიყო. მოთმინებას სააკაშვილის მთავრობის სიქველეთა შორის ვერ დაასახელებ. მოდერნიზაციისადმი  ლტოლვაში მათ დრამატული ცვლილებები უფრო მოსწონთ, ვიდრე ფრთხილი დაგეგმვა და სწორი ადმინისტრირება.

ახალი ამბები