კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი პოლიციამ ორმხრივ სროლაში მოკლა

9 თებერვალი, 2011

პოლიციის სპეცოპერაციის დროს 8 თებერვალს მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი ავთანდილ ბუცხრიკიძე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ავთანდილ ბუცხრიკიძემ დაკავებისას სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა პოლიციის თანამშრომელი ემზარ კაშია და ადგილზე გარდაიცვალა ძებნილი ავთანდილ ბუცხრიკიძე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბუცხრიკიძეს 2010 წლიდან შეფარდებული ჰქონდა თავისუფლების უვადოდ აღკვეთა. ძებნილ ავთანდილ ბუცხრიკიძის ადგილსამყოფელი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს.

შსს-ს ინფორმაციით, მან 2004 წელს ნუგზარ ბუცხრიკიძესთან და გაგა ჭეიშვილთან ერთად დააყაჩაღა ორი მოქალაქე და იარაღის მუქრით მათ კუთვნილი ავტომობილები წაართვა. ამის შემდეგ კი სამართალდამცავებს მიმართ ცეცხლი გაუხსნა. შეიარაღებული დაპირისპირებისას გარდაიცვალნენ პოლიციის თანამშრომლები როინ რობაქიძე, ნუგზარ შვანგირაძე, გიორგი ხატიაშვილი და იქვე მცხოვრები მოქალაქე თამაზ შალიკიანი. ასევე, ორმხრივი სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ ნუგზარ ბუცხრიკიძე და გაგა ჭეიშვილი. ხოლო ავთანდილ ბუცხრიკიძემ მიმალვა მოახერხა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები