კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის სომალელი მეგობრები

11 თებერვალი, 2011

პოლ რიმპლი,www.themoscowtimes.com 

2008 წლის სექტემბერში, აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯია აცხადებდა, რომ ნიკარაგუასა და ვენესუელას შემდეგ ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებიც უნდა დაერწმუნებინა იმაში, რომ მათ აფხაზეთი ეღიარებინათ

„რას იტყვით სომალიზე? როგორც სჩანს ის შემდეგი იქნება“.

„რას ამბობთ“ – სთქვა მან – „ოღონდ ეს არა! ჩვენ სომალილენდი გვირჩევნია. ის გაცილებით სტაბილურია, მიუხედავად იმისა რომ ის დღემდე არ აღიარებულია“.

ახლა ღვინჯიას შეუძლია არ ინერვიულოს: 26 იანვარს საქართველომ სომალისთან (მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და არასტაბილურ ქვეყანასთან) დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები დაამყარა.

არ არის მნიშვნელოვანი ის, რომ სამოქალაქო ომის შემდეგ სომალის მთავრობა ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს ვერ აკონტროლებს. არ არის მნიშვნელოვანი ის, რომ სომალის პირველი ადგილი უკავია არ შემდგარი სახელმწიფოების სიაში, რომელსაც ამერიკული მშვიდობის ფონდი (Fund For Peace) ადგენს. მნიშვნელოვანი ერთი რამაა – სომალის გაერო-ში ადგილი აქვს. აფხაზეთმა ამ ფაქტორის მნიშვნელობა 2009 წლის დეკემბერში გააცნობიერა, როდესაც ის მსოფლიოში ყველაზე პატარა კუნძულმა-სახელმწიფომ ნაურუმ აღიარა. ამისთვის რუსეთმა ამ გაღატაკებულ კუნძულს 50 მილიონი დოლარი გადაუხადა.

ამის შემდეგ თბილისმაც უმალ გააცნობიერა, რომ თუკი აფხაზეთი ასე განაგრძობს, მისი აღიარების თემა გაერო-ში კვლავ დებატების თემა იქნება, სადაც მას უკვე ოთხი ხმა აქვს – იმაზე ერთი ხმით მეტი, ვიდრე შარშან ჰქონდა ანუ კიდევ ერთი საფეხურით დაუხლოვდა ლეგიტიმაციას.

საქართველოს ორიენტაციისთვის დრო დასჭირდა. მისმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ნალბანდოვმა 2009 წლის გაზაფხულზე ლათინურ ამერიკაში იმოგზაურა (ღვინჯიას მოგზაურობიდან ერთ თვეში), ამავდროულად სამინისტრომ განაცხადა რომ ბოლივია და ეკვადორი აფხაზეთს არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ.

აფხაზეთს ირანთანაც ჰქონდა ფლირტი, რომელიც 2009 წელს ჯერ კიდევ უკმაყოფილო იყო საქართველოთი, რადგან ორი წლით ადრე თბილისმა შეერთებულ შტატებს ირანელი იარაღის კონტრაბანდისტი გადასცა, თუმცა საქართველომ უთანხმოება სწრაფად მოაგვარა და 26 იანვრიდან ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.

საქართველომ წლის ბოლომდე ურთიერთობა 24 ქვეყანასთან დაამყარა, მათ შორის მარშალის კუნძულებთან, ეკვატორულ გვინეასთან, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს და ჰომოფობიურ უგანდასთან. ამგვარად საქართველოს დღეს გაერო-ს 191 წევრიდან 146-თან დიპლომატიური ურთიერთობები აქვს.

როგორც სჩანს, საქართველო ცდილობს ამ მივარდნილ ქვეყნებთან კავშირების დამყარებას არა იმდენად იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს აფხაზეთს მხარდამჭერთა მოპოვებაში, რამდენადაც მოქმედების ეფექტის შესაქმნელად. ცხადია რომ ისეთ ქვეყნებთან როგორიც გვატემალაა საინვესტიციო კლიმატის გამო არ მეგობრობენ.

ღვინჯიას თქმით ის მოხარულია იმით, რომ საქართველომ სომალისთან ურთიეთობები დაამყარა, მაგრამ მას ცოტა არ იყოს მომავალი აშფოთებს: „შემდეგი ჩრდილოეთ-კორეა ხომ არ იქნება?“

წყარო: http://foreignpress.ge/?p=16396

ორიგინალი: http://www.themoscowtimes.com/opinion/article/tbilisi-gets-a-little-help-from-its-somali-friends/430474.html 

ახალი ამბები