კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ისრაელმა საქართველო სახიფათო ქვეყნების სიაში შეიყვანა

11 თებერვალი, 2011

ისრაელმა საქართველო სახიფათო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ „კურსორ ინფო“ იუწყება. ტერორიზმთან ბრძოლის სახელმწიფო შტაბის ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქეებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ ეგვიპტე, თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, კოტ-დივუარი, მალი, მავრიტანია და ვენესუელა.

უსაფრთხოების სამსახურები ისრაელის მოქალაქეებს ამ ქვეყნებში სტუმრობისაგან თავის შეკავებას ურჩევენ.

ტერორიზმთან ბრძოლის შტაბი ისრაელის მოქალაქეების მისამართით მოსალოდნელი ტერაქტების განხორციელების შესაძლებლობაზე „ჰესბოლას“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის - იმადა მუგნიეს ლიკვიდაციის მესამე წლისთავის მოახლოების გამო ალაპარაკდა.

იმადა მუგნიე 2008 წლის 13 თებერვალს დამასკოში მოკლეს. „ჰესბოლა“ მის მოკვლაში ისრაელს ადანაშაულებს, იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურ თელ-ავივს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია. სპეციალისტების აზრით, მუგნიე რამდენიმე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლობის შედეგად მოკლეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები