კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რამდენიმე მოსამართლის სისხლის სამართლებრივად დასჯას ითხოვს

11 თებერვალი, 2011

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების: ჯუმბერ რუსიაშვილის, ირაკლი შენგელიას და ივანე ღლონტის სისხლის სამართლებრივად დასჯას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა, აღნიშნულმა მოსამართლეებმა სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალჩინოსნების ჩარევის შემდეგ მათ მიერვე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალეს, რაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულია.

ხატიაშვილის თქმით, მოსამართლეების მიმართ გამოძიება პროკურატურას თანამდებობრივ უფლებამოსილების გადამეტების და სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის მუხლებით უნდა დაეწყო, რაც არ მომხდარა.

ზაზა ხატიაშვილმა წარადგინა აღნიშნული მოსამართლეების მიერ ხელმოწერილი ორი დოკუმენტი ერთ საქმესთან დაკავშირებით. 2009 წლის 18 მარტს გამოტანილი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტში აღნიშნულია - „აუნაზღაურდეს დარეჯან მეფარიშვილს იძულებითი განაცდური“. სამოტივაციო გადაწყვეტილებაში კი, ნათქვამია - „სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოთხოვნა განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ“.

საქმე ეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესამსახურის ყოფილი თანამშრომლის, დარეჯან მეფარიშვილის სარჩელს. მეფარიშვილმა სარჩელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინააღმდეგ შეიტანდა და ამტკიცებდა, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. ზაზა ხატიაშვილი დარეჯან მეფარიშვილის ინტერესებს იცავდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები