კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ცაგარეიშვილი ხელისუფლებისგან სარიტუალო ვაუჩერების დარიგებას ელოდება

14 თებერვალი, 2011

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ხელისუფლებისაგან უახლოეს მომავალში სარიტუალო ვაუჩერების დარიგებას ელოდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, ხელისუფლების ლოგიკიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, მოსახლეობას სარიტუალო ხარჯების დასაფარად, ალბათ, 40-ლარიან ვაუჩერებს დაურიგებენ.

„ეს არის მწარე ირონია იმ ქმედებებზე, რასაც ხელისუფლება დღეს ახორციელებს ქვეყანაში“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა და ივარაუდა, რომ სარიტუალო ხარჯების ვაუჩერს მიიღებს ყველა ის ადამიანი, ვინც ვერ გაუძლებს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების რეფორმებს და ნაბიჯებს.

მისივე თქმით, ამავე ლოგიკიდან გამომდინარე, სარიტუალო ხარჯების ვაუჩერის გარეშე, მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დარჩეს.

"მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დაამსგავსა ანდროპოვისდროინდელ საბჭოთა კავშირს, როდესაც ხალხი ტალონების რიგში იდგა. დღეს საქართველო სწორედ საბჭოთა კავშირს გავს, თუმცა მაშინდელს, როცა ის იშლებოდა", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

რაც შეეხება სასურსათო ვაუჩერს, დეპუტატი ამბობს, რომ აბსოლუტურად გაუგებარია ასეთი ვაუჩერის განაღდების მექანიზმები. მისი თქმით, როდესაც ბაზარს არეგულირებს კონკურენცია, საინტერესოა, როგორ უნდა აიძულოს კერძო მეწარმე ხელისუფლებამ, რომ ვაუჩერზე გასცეს კარაქი, შაქარი და შემდეგ, როგორ უნდა გაანაღდონ კერძო მეწარმეებმა ეს ვაუჩერი.

ამას გარდა, ცაგარეიშვილს აინტერესებს, რა პრინციპით მოხდება სასურსათო ვაუჩერების დარიგება მაშინ, როდესაც ცნობილია, რომ ენერგოვაუჩერს ის ოჯახები იღებენ, რომლებიც ელექტროენერგიას ხარჯავენ და ისინი ვერა, ვინც ელექტროენერგიას მცირე რაოდენობით მოიხმარს.

„ალბათ სასურსათო ვაუჩერს მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც მეტს ჭამენ, ხოლო რომლებიც ვერ ჭამენ და შიმშილით იხოცებიან, ისინი, სავარაუდოდ, ამ ვაუჩერის გარეშე დარჩებიან“, - დასძინა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ინტეპრესნიუსი

ახალი ამბები