კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პაატა ზაქარეიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პოლიტიკურ ანგაჟირებაში ადანაშაულებს

15 თებერვალი, 2011

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პუბლიკაცია დევნილთა გამოსახლების შეფასების შესახებ ამ ორგანიზაციისა და რესპუბლიკური პარტიის წევრის, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის უთანხმოების მიზეზი გახდა.

ზაქარეიშვილის შეფასებით, აღნიშნული პუბლიკაცია პოლიტიკურად ანგაჟირებულია. „პუბლიკაციაში ორჯერ არის ოპოზიციური პარტიები უარყოფით კონტექსტში მოხსენიებული, ხელისუფლება კი არც ერთხელ. მეტიც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ხელისუფლების გამართლებას ცდილობს. პოლიტიკური პროცესის შეფასებების ნაცვლად, პუბლიკაციაში ყურადღება განახვილებული უნდა ყოფილიყო დევნილთა უფლებების დარღვევაზე“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, საკუთარი პოზიცია პროექტის ხელმძღვანელებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე დააფიქსირა: „პასუხად მივიღე კითხვა – თქვენ ხომ პოლიტიკური პარტიის წევრი ხართო. ჩვენს ქვეყანაში პარტიის წევრს საზოგადოებრივი აქტიურობა არ აქვს აკრძალული და ჩემი პოლიტიკური კუთვნილება ამ შემთხვევაში არაფერს შუაში იყო. ეს კიდევ ერთი ნიშანია პოლიტიკური ანგაჟირებულობის“.

„საერთაშორისო გამჭვირვალეობა“ კი ზაქარეიშვილის შეფასებას არ ეთანხმება. პროექტის ანალიტიკოსი ლაშა გოგიძე განმარტავს, რომ პოლიტიკური პროცესები მხოლოდ პუბლიკაციის პირველ აბზაცშია ნახსენები და დანარჩენ ტექსტში დევნილთა პრობლემებზეა საუბარი.

„კერძოდ, მიმოხილული გვაქვს ის პრობლემები, რომლებიც დევნილთა გამოსახლების დროს დაფიქსირდა, მათ შორის იყო საზოგადოების არაინფორმირებულობა, ასევე არ ჰქონდათ ინფორმაცია თავად დევნილებს მათი გამოსახლების ზუსტი თარიღის შესახებ. ჩვენ მონიტორინგს დევნილთა ახალი ჩასახლების ადგილებშიც ვაგრძელებთ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლაშა გოგიძემ.

მისივე თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დევნილთა გამოსახლების პროცესს ადამიანური რესურსის ნაკლებობის გამო, ყველა ობიექტზე ვერ აკვირდებოდა. თუმცა, იღებდნენ ინფორმაციას ორგანიზაციებისგან, რომლებიც აწარმოებდნენ მონიტორინგს., მათ შორისაა – გაეროს ლტოლვილთა სააგენტო, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, დანიის ლტოლვილთა საბჭო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სახალხო დამცველის ოფისი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები