კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართულმა და ოსურმა მხარეებმა 14 დაკავებული გაცვალეს

21 თებერვალი, 2011

ქართულმა და ოსურმა მხარეებმა დაკავებულები გაცვალეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. მხარეებმა სოფელ ერგნეთში ერთმანეთს შვიდ-შვიდი ისეთი მოქალაქე გადასცეს, რომლებიც სასჯელს უკვე იხდიდნენ, ან ძებნილები იყვნენ.

ქართველ სამართლდამცველებს გადასცეს მარო პატარაშვილი, დემურ ჩიხლაძე, დავით კაპანაძე, ზვიად კობალაძე, გიორგი ელბაქიძე, ბექა თოკაძე და ვაჟა თოკაძე. ოსურ მხარეს კი ანატოლი ბესტაევი, კაზბეკ ძუგკოევი, ზევინარ კაზიევი, იური ხაჩიროვი, სპარტაკ დრიაევი, ვიტალი ჩოჩიევი და მურმან კასაევი გადაეცათ.

დაკავებულების გაცვლას რუსული მხარის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ქართულ მხარეს დღევანდელ შეხვდრასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.

დაკავებულების გაცვლაზე მხარეები 17 თებერვალს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები