კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთში რუსი მესაზღვრეების სამხედრო ქალაქი გაიხსნა

21 თებერვალი, 2011

აფხაზეთში რუსი მესაზღვრეების მეორე სამხედრო ქალაქი გაიხსნა. ამის შესახებ სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება.

რუსი მესაზღვრეებისთვის განკუთვნილი კომპლექსი ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში გახსნეს. სამხედრო ქალაქი საზღვრის დაცვისთვის საჭირო უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. გახსნის ცერემონიაში აფხაზეთში დისლოცირებული რუსი მესაზღვრეების უფროსის მოადგილე დიმიტრი კოროლიოვი, აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩი სემიონ გრიგორიევი, სოხუმის რეჟიმის ვიცე პრემიერი ალექსანდრე სტრანიჩკინი, აფხაზური ეკლესიის დე-ფაქტო ხელმძღვანელი ბესარიონ აპლია და ოქუმელები ესწრებოდნენ.

აფხაზეთში წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში რუსი მესაზღვრეების კიდევ რამდენიმე ქალაქი შევა. პირველი სამხედრო ქალაქი კი 2010 წლის 8 დეკემბერს გალის რაიონის სოფელ ფიჩორში გაიხსნა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები