კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ისრაელის ელჩმა საქართველოს მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა ებრაელი ბიზნესმენების დაკავებასთან დაკავშირებით

22 თებერვალი, 2011

ისრაელის საელჩო საქართველოს მიმართ უკმაყოფილებას ებრაელი ბიზნესმენების დაკავებასთან დაკავშირებითაც გამოთქვამდა.

2011 წლის 11 იანვარს, ებრაელი ბიზნესმენების სასამართლო პროცესზე მყოფმა ისრაელის ელჩმა საქართველოში, იცხაკ გერბერგმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას არ გამორიცხა, რომ ებრაელი ბიზნესმენების საქმემ შესაძლოა, ხელი შეუშალოს ებრაელი ინვესტორების საქმიანობას საქართველოში.

იცხაკ გერბერგმა განაცხადა, რომ აკვირდება რონ ფუქსის და ზეევ ფრენკელის სასამართლო პროცესს და იმას, რამდენად შეიძლება ხელი შეუშალოს ამ პროცესმა ისრაელსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს.

მისი განცხადებით, ჯერჯერობით მხოლოდ აკვირდება ამ პროცესს და უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთება არ შუეძლია.

ეს კომენტარი იცხაკ ბერგერმა 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა.

ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატების მტკიცებით, დანაშაულის პროვოცირებაში ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და იუსტიციის მინისტრის მოადგილიე თინა ბურჯალიანი მონაწილეობდნენ.

ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს გეგმა, რომლითაც განზრახული იყო ებრაელი ბიზნესმენების საქართველოში ჩამოყვანა და მათი დაკავება. ადვოკატის განმარტებით, ებრაელი ბიზნესმენების სასარგებლოდ, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მთავრობას 98 მილიონზე მეტი დოლარის გადახდა დააკისრა. ამ თანხის გადახდა საქართველოს მთავრობას არ სურდა და ხელისუფლების მაღაჩინოსნებმა შეიმუშავეს გეგმა, რომლის თანახმადაც ებრაელი ბიზნესმენები უნდა დაეკავებინათ.

ბიზნესმენებს უნდა ერწმუნათ, რომ ნამდვილად საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდათ საქმე. ამიტომ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2010 წლის აგვისტოში ფინანსთა მინისტრს მოადგილედ დასანიშნად ავთანდილ ხარაიძე წარუდგინა და შეატყობინა, რომ ის ბიზნესმენების დავასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა. კიდევ უფრო მეტი რწმენის გასაჩენად, ნიკა გილაურმა 12 ოქტომბერს წერილი მისწერა ბიზნესმენებს და კმაყოფილება გამოთქვა, რომ მათსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ ხარაიძეს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა. ამავე წერილით, ნიკა გილაურმა ბიზნესმენები საქართველოში მოიწვია და დაპირდა, რომ საარბიტრაჟო დავის მორიგებით დასრულებაზე ხელს მოაწერდნენ შესაბამის ხელშეკრულებას, სინამდვილეში კი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბიზნესმენები დააკავეს.

ებრაელი ბიზნესმენების სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

ერთი კვირის წინ საქართველოში ისრაელის საელჩო დაიხურა. დახურვის ოფიციალური მიზეზი არ გახმაურებულა. არაოფიციალური ვერსიით კი, საელჩოს დახურვის მიზეზად ტერორიზმის საფრთხე დასახელდა იქიდან გამომდინარე, რომ „ჰესბოლას“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის წლისთავი შესრულდა.

ისრაელის საელჩოები დაიხურა თურქეთშიც და აზერბაიჯანშიც. მანამდე, ისრაელის ანტიტერორისტულმა ბიურომ გამოაქვეყნა საშიში ქვეყნების სია, რომელშიც საქართველოც მოხვდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები