კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ მიშას მომავალს აკვირდება

22 თებერვალი, 2011

ყოველწლიურად ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი კონგრესს „საფრთხეების კვლევას“ წარუდგენს, სადაც ხაზგასმულია ის, რაც   დაზვერვის თანამეგობრობის აზრით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვაშინგტონს უნდა აღელვებდეს.

ჩვეულებრივ, ეს ძალიან შაბლონური მასალაა. წლევანდელი ანგარიშის ხუთ პარაგრაფიანი ნაწილიც (რომელიც „კავკასიასა და ცენტრალურ აზიას“ ეძღვნება) არაფრით გამორჩეული არ არის. ის პირველ პლანზე აყენებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ყოფნას, დაძაბულობის ზრდას მთიან ყარაბახში, და არასტაბილურობას ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში – რაც ისედაც ცხადია, წელიწადში 80 მილიარდი დოლარის [1] დახარჯვის გარეშეც.

თუმცა ამ ანგარიშის ერთი ეპიზოდი გამორჩეულად საინტერესოა. საქმე ის არის, რომ დოკუმენტში რეგიონის მხოლოდ ერთი ქვეყნის შიდა პოლიტიკური სიტუაციაა განხილული: „საქართველოს ახალი კონსტიტუცია აძლიერებს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. პრეზიდენტ სააკაშვილს მის სამომავლო გეგმებზე არაფერი უთქვამს. თუმცა ახალი კონსტიტუცია მას პრემიერ–მინისტრის თანამდებობის დაკავებების შესაძლებლობას აძლევს“.

არის ეს ცუდი რამ – პუტინის სტილის ავტოკრატიის გაჩენა საქართველოში? თუ კარგია – აშშ–ის სანდო მოკავშირის დარჩენა ხელისუფლებაში? ანგარიშში ამის თაობაზე არაფერია ნათქვამი.

[1] აშშ–ს დაზვერვის ბიუჯეტი

ჯოშუა კუცერა, eurasianet.org

წყარო: http://foreignpress.ge/?p=16526

ორიგინალი

ახალი ამბები