კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ რეტრანსლირება საკაბელო კომპანიამ ,,კოსმოსმა“ შეწყვიტა

22 თებერვალი, 2011

ტელეკოპანია „თრიალეთის“ მაუწყებლობა საკაბელო ქსელმა შპს „კოსმოსმა“ უკვე რამდენიმე დღეა  შეწყვიტა.  საკაბელო კოპანია „კოსმოსის“ დირექტორის ზურაბ მამუკელაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი გადამცემი დაზიანდა და ამ დროისთვის სამი არხია გათიშული, მათ შორის - „თრიალეთიც“. ზურაბ მამუკელაშვილი აცხადებს, რომ მას ინფორმაცია არა აქვს, როდის მოხდება დაზიანებული გადამცემის შეკეთება.  

ტელეკოპანია „თრიალეთში“ კი მიიჩნევენ,  რომ ესეც მორიგი ზეწოლის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის მიმართ ახორციელებს.  „ტელეკოპანია „თრიალეთი“  საკაბელო ქსელიდან  გამიზნულად გათიშეს, რათა მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვინც აღნიშნულ ქსელშია ჩართული, არ მიიღონ ობიექტური ინფორმაცია.  „თრიალეთის“ გათიშვის ერთ-ერთი მიზეზი თოქ-შოუ „ცხელი ხაზის“ განახლებაა, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები არიან მოწვეულები და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობენ. ხელისუფლების წარმომადგენლები გადაცემაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და აღნიშნული ზეწოლების გზით ცდილობენ განსხვავებული აზრისა და თავისუფალი სიტყვის ჩახშობას, რომელიც ისმის „თრიალეთის“   ეთერში. ასე რომ არ იყოს, საკაბელო ტელევიზიის ხელმძღვანელობა გაითვალიწინებდა საკუთარი აბონენტების მოთხოვნას და „თრიალეთის“ ნაცვლად სხვა რომელიმე რუსულ არხს გათიშავდა“, - ნათქვამია ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შპს „კოსმოსის“ დამფუძნებელი,  გორის ყოფილი გამგებელი ზაზა კოშაძე და მისი მეუღლე ნინო ჯაკობია არიან.

ტელეკომპანია „თრიალეთის“ ოფისში მოსახლეობა რეკავს და საკაბელო ქსელისგან „თრიალეთის“ მაუწყებლობის დროულ აღდგენას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ უარს იტყვიან აღნიშნულ საკაბელო ქსელთან თანამშრომლობაზე.

„თრიალეთის“ ინფორმაცია

ახალი ამბები