კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაღალჩინოსანთა სასახლეების გამოფენა გაგრძელდება

22 თებერვალი, 2011

„ინტერპრესნიუსის“ პრესის მიმოხილვის მიხედვით

„თუ სასამართლომდე მივა საქმე, დავამტკიცებთ, რომ ეს სასახლეები ნამდვილად მათ ეკუთვნით“, - აცხადებს მოძრაობა „არას“ ხელმძღვანელი ლევან ჩიტაძე.

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს უმცირესობის წევრ გურამ ჩახვაძეს, როდესაც ის ელიტურ კორუფციაზე აკეთებდა აქცენტს, კითხვა დაუსვა: „გადახედეთ ამ მთავრობას და მითხარით, ვინ არის კორუმპირებული?“ ჩახვაძემ დაბნეულობისა და თუ დამორცხვების შემდეგ დაასკვნა, რომ საშუალო ელიტური კორუფციაა ხელისუფლებაში, მაგრამ მთავრობის ვერც ერთი წევრი ვერ დაასახელა ინფორმაციის არქონის მიზეზით. სწორედ პრეზიდენტის ეს კითხვა გახდა მაპროვოცირებელი მოძრაობა „არას“ ხელმძღვანელისთვის, რათა საზოგადოებისა და პრეზიდენტისთვის ეჩვენებინა, ვინ აიშენა სასახლეები მას შემდეგ, რაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ. რა ფულით აიშენეს სასახლეები მინისტრებმა და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებმა, ეკუთვნით თუ არა რეალურად მათ ფოტოობიექტივის მიერ დაფიქსირებული სასახლეები? - ეს ის კითხვებია, რაზეც სასამართლომ უნდა გასცეს პასუხი ან თავად ჩინოვნიკებმა“, - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით „ბეჟუაშვილების სასახლის  გადაღების დროს დაცვა ფოტოების წაშლას მთხოვდა“ / „ორ კვირაში ახალ გამოფენას მოვაწყობთ“.

„ჩახვაძემ ისიც კი თქვა, რომ თურმე სააკაშვილი და მინისტრები კი არ არიან კორუმპირებულები, არამედ ის ადამიანები, მინისტრის მოადგილეები, რომლებიც დაიჭირეს. ამით ჩახვაძემ პირიქით, ხოტბაც შეასხა დღევანდელ რეჟიმს და აღიარა, რომ კარგი რეჟიმი გვაქვს, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს იჭერენ... ჩვენ მანამდეც ვიცოდით, ბევრი ინფორმაცია გვქონდა ამ სასახლეებთან დაკავშირებით. ინფორმაციები გვქონდა მერაბიშვილზე, ცისკარიშვილზე. გადავწყვიტეთ ყველა სასახლის მისამართი მოგვეძიებინა, ფოტოები გადაგვეღო და შემდეგ გამოფენა გაგვეკეთებინა, რითაც სააკაშვილს ვუპასუხებდით მის მიერ დასმულ კითხვებზე, თუ ვინ არის კორუმპირებიული მის მთავრობაში. ეს რეალურად ვერ შეძლო ოპოზიციამ, ამიტომ ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე“, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მოძრაობა „არას“ ხელმძღვანელი ლევან ჩიტაძე.

„ხუთ დღეში რამდენიც მოვასწარით, ის გადავიღეთ. რამდენიმე მოხელის სასახლე და ქონებაა გადაღებული - ძმები ბეჟუაშვილების, ჩოჩელის, კეზერაშვილის, ბარამიძის. გადავიღეთ ბაქრაძის სასახლე, რომელიც მის სიმამრზეა დარეგისტრირებული. ასევე სასახლე, რომელიც სააკაშვილი უშენებს თავის მეუღლე სანდრას... ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ბარამიძესთან დაახლოებულმა პირმა გვირჩია, კარგად გადაგვემოწმებინა - მან ტყუილების გავრცელება დაგვდო ბრალად. თუმცა თითოეულ სახლზე, რომელიც გადავიღეთ, საჯარო რეესტრში შევიტანეთ განცხადება, რომ მოეცათ ჩვენთვის მისამართები, მაგრამ ეს არ იყო ხელმისაწვდომი... ჩვენი პირადი ინფორმაციით მოვიპოვეთ. მეგობრები გვაწვდიდნენ, ასევე მოსახლეობისგან ვიგებდით, ვინ ცხოვრობს ამა თუ იმ სასახლეში ან ვის ეკუთვნის. ინფორმაციას მაშინვე ვამოწმებდით საჯარო რეესტრში, საიდანაც ინფორმაცია არ მოგვდიოდა, მაგრამ გავდიოდით და მეზობლებს ვეკითხებოდით...“ - განაგრძობს გამოცემის რესპოდენტი.

„არც ერთ მოხელეს დეკლარაციაში ეს სახლები დაფიქსირებული არა აქვს. მაგალითად, ცისკარიშვილს დეკლარაციაში თავის სახელზე არა აქვს დაფიქსირებული სახლი, რომელიც ყაზბეგის ქუჩაზეა, არც ბეჟუაშვილებს აქვთ ყაზბეგის ქუჩაზე სახლი დეკლარაციაში შეტანილი, თუმცა შეიძლება მეორე ძმაზე იყოს გაფორმებული. არც კეზერაშვილზეა აღრიცხული, არც ბაქრაძეზე... პრეზიდენტისგან არაფერს ველოდები - გამორიცხულია, მან რამე განცხადება გააკეთოს. ველოდები მოხელეებისგან პასუხებს. მათგან ველოდები უარყოფას, თუ დაადასტურებენ, გამოდის, რომ კორუმპირებულები არიან. გამოდის, ვანო მერაბიშვილმა საკუთარი თავი უნდა დაიჭიროს, რაც გამორიცხულია. თუმცა მე ამ მოხელეებს პირდაპირ დებატებს ვთავაზობ. თუ ჩივილი უნდათ, მიჩივლონ, რასაც ვერ შეძლებენ, რადგან მე დავამტკიცებ, რომ ეს სასახლეები მათი კუთვნილებაა. მე მაქვს აუდიოჩანაწერი გაკეთებული. ფარული ჩანაწერები მაქვს მუშების. მეზობლების ან სხვა უცხო პირის შემთხვევაში ჩაწერა არ ხდებოდა, კონფიდენციალობას ვიცავდით. თუ სასამართლომდე მივა საქმე, ამ ჩანაწერებს ამოვიღებ. თუმცა ამ ეტაპზე ჩანაწერების გამოქვეყნებას არ ვაპირებ. ამ ადამიანების უსაფრთხოებას ვუფრთხილდებით... რა თქმა უნდა, ასეთი გამოფენები გაგრძელდება. ვაპირებთ, დამატებით გამოვაქვეყნოთ მასალები. მაგალითად, გიორგი არველაძეს ბევრი ვილა აქვს კიკეთში. ტაბახმელაშია ბევრი სასახლე, ასევე - ცხვარიჭამიაში. იმ კვირიდან ტაბახმელაში გავდივართ. შემდეგი გამოფენა იქნება პარლამენტთან ან ცხვარიჭამიაში“, - ამბობს მოძრაობა „არას“ ხელმძღვანელი.

ფოტოებზე:
1.ძმები ბეჟუაშვილები - თბილისი, ალ.ყაზბეგის 7 
2-3.  დავით კეზერაშვილი - თბილისის ზღვასთან 
4. ცეზარ ჩოჩელი - კოჯორი
5. ვანო მერაბიშვილი - თბილისი, სიხარულის ქუჩა
6. პეტრე ცისკარიშვილი - თბილისი, ალ. ყაზბეგის 42
7. ძმები ბეჟუაშვილები - კოჯორი
8. პრეზიდენტი აშენებს პირველი ლედისთვის

ახალი ამბები