კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გადატვირთული საპატიმროები და არაადეკვატური მინისტრი

24 თებერვალი, 2011
სოფო გეწაძე

გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა მატულობს. 2006-2009 წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში 371 ადამიანია გარდაცვლილი. როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია მოცემული, გარდაცვლილთა საშუალი ასაკი 45  წელს შეადგენს.

სახჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი კი ამბობს: „ადამიანები ყველგან კვდებიან, ციხეშიც და გარეთაც. ამაში განსაკუთრებული არაფერია. პატიმრების გარდაცვალების მიზეზი, ძირითადად, ასაკია“.

მინისტრის მოსაზრებას არ ეთანხმება მოძრაობა - „სოლიდრობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერი ეკა ბესელია. მისი თქმით, პატიმრები ასაკის გამო არ იღუპებიან: „შეუძლებელია, თქვა, რომ 25, 35 თუნდაც 40 წლის ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ასაკია. ეს ნონსესია. არანორმალურია“.

სახალხო დაცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გარდაცვალების ძირითადი მიზეზი ტუბერკულოზი, სასუნთქი სისტემებისა და ინფექციური დაავადებებია. ამ დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ პატიმრების უფლებადამცველები.

„მიზეზი არის პირველ რიგში დანაშაულებრივი გულგრილობა, როდესაც ადმინისტრაცია ინფანტილურია და სამედიცინო დაწესებულებაც აბსოლუტურად ინდეფერენტულია ავადმყოფი პატიმრების მიმართ. მეორე მიზეზი ეს არის ანტისანიტარია. სხვადასხვა ინფექციური დაავადებებით დაავადებული პატიმრები არ არიან იზოლირებულები და ვირუსების გადადების საფრთხე დიდია. ანტისანიტარიული პირობები, არაჯანსაღი კვება და არასათანადო მოპყრობა ამძიმებს ამ დავადებებს და ხშირად ეს იწვევს გარდაცვალებას“, - აცხადებს ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას.

მის მოსაზრებას იზიარებს ჟურნალისტი, ყოფილი პატიმარი შალვა რამიშვილიც. მისი თქმით, სიკვდილიანობას ციხეში უხარისხო სამედიცინო მომსახურება იწვევს.

სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული შესწავლის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს ჩატარებული დიაგნოსტიკური თუ სამკურნალო პროცედურების არაეფექტურობასა და არაადეკვატურობაზე. ამასთან, სახალხო დამცველის ანგარიშში ვხვდებით პატიმრების ცემისა და უყურადღებოდ დატოვების ფაქტებსაც: 

„გარდაიცვალა პატიმარი მ.ვ. ავადმყოფის დიაგნოზია - გულმკერდის დახურული ტრავმა - დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით, გარდაცვლილი პირი ნაცემია ციხეში. 73 წლის ქ.უ. გარდაიცვალა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების გამო - დასკვნა - ამ ასაკის და ასეთი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფის გაჩერება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოველგვარ მიზანს მოკლებულია და წარმოადგენს, ასევე, არაჰუმანური მოპყრობის მაგალითს“.

როგორც ჩვენი რესპოდენტები აცხადებენ, სიტუაციის გამოსწორება პატიმართა რაოდენობის შემცირებით არის შესაძლებელი: „ჩვენ უნდა მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ზეგავლენას სხვა ქვეყნების ხელისუფლებებზე ახდენენ და რომლებიც თავის მხრივ, გარკვეულ ფინანსურ თუ სხვა დახმარებებს აძლევენ ამ ხელისუფლებას. მათ უნდა მოახდინონ ზეწოლა“

ციხეებში პატიმართა გარდაცვალების ფაქტების შესამცირებლად ეკა ბესელია თვლის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებები მეტად  გამჭვირვალე უნდა გახდეს და აღმოიფხვრას პატიმრების ცემისა და წამების ფაქტები.

„2009–2010 წლის განმავლობაში, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ზოგიერთ დაწესებულებაში, მუდმივად ან რომელიმე ეტაპზე მაინც, სახეზე იყო დაწესებულებათა გადატვირთულობის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით ამ მხრივ პენიტენციურმა სისტემამ მკვეთრ პროგრესს მიაღწია, გადატვირთულობა მაინც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს სამედიცინო მომსახურებაზე ციხეებში და პროპორციულად აისახება მომსახურების ხარისხზე“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

დაბოლოს, პატიმართა სტატისტიკა საქართველოში საგანგაშოა. 2010 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქართულ ციხეებში 23 684 პატიმარია. პატიმრობის ინდექსი კი 100 000 სულ მოსახლეზე 538-ს შეადგენს, მაშინ როცა ევროპული სტანდარტით ზღვარი არის 150.

ფოტო: www.mcla.gov.ge

ახალი ამბები