კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცოტნე გამსახურდიას ხუთწლიანი პატიმრობა დაემატა

1 მარტი, 2011
ცოტნე გამსახურდიას ხუთწლიანი პატიმრობა დაემატა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ გამსახურდიას დღეს მსჯავრი დასდო ქრთამის მიცემაში და სასჯელის ზომად ხუთწლიანი პატიმრობა განუსაზღვრა.

ეს სასჯელი მიემატა წინა სასჯელს - 9 წელსა და 6 თვეს, საიდანაც გამსახურდიას წელიწადი და ოთხი თვე მოხდილი აქვს.

„ინტერპრესნიუსს“ გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

ადვოკატის ინფორმაციით, ამით გამსახურდიას დასჯა არ დასრულებულა. სასამართლოს კიდევ ერთი საქმე აქვს განსახილველი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებას უკავშირდება. ამ საქმესთან დაკავშირებით განხილვის ვადები დარღვეულია და ადვოკატი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფუძვლით ევროსასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები