კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ სოზარ სუბარის ნათესავი გაამართლა

1 მარტი, 2011
„ქართული პარტიის“ თავმჯდომარის სოზარ სუბარის ნათესავის გენადი სუბარის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

განაჩენის გამოცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტები და ტელეკამერებიც დაასწრეს. სუბარის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ განაჩენი სამართლიანია და ამ საქმეზე სხვა შედეგის დადგომა არც შეიძლებოდა. მისი თქმით, დაამტკიცეს, რომ გენადი სუბარი უდანაშაულო იყო. მოსამართლე ზვიად ესებუას განაჩენით კმაყოფილია თავად გამართლებულიც. გენადი სუბარმა განაცხადა, რომ სასამართლოში სიმართლის დამტკიცება მოახერხა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრიფინგი გაიმართა. როგორც სპიკერმა მოსამართლემ ეკა არეშიძემ აღნიშნა, გენადი სუბარს ბრალი ქურდობაში ედებოდა. კერძოდ, დაბა წყნეთში, გურამიშვილის ქუჩა #3-ში მდებარე ტყე-პარკის დამცავი ღობის რკინის ორფრთიანი კარების ფარულ დაუფლებაში, რაც 2010 წლის 24 ივნისს სამართალდამცავებმა გენადი სუბარის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოიღეს.

„გენადი სუბარმა მისთვის შერაცხულ ინკრიმინირებულ ქმედებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ რკინის კარები იყო ჩამოტეხილი და იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო გარეშე პირთა მიერ მისი მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ის აღნიშნულ კარებს საცხოვრებელი სახლის ეზოში ინახავდა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა განსასჯელის მეზობლებმა სრულად დაადასტურეს გენადი სუბარის ჩვენება. განაჩენის დადგენისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო აღნიშნული ჩვენებები, ასევე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული სხვა მტკიცებულებები, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისთვის. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გენადი სუბარი უდნაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა“, - განაცხადა ეკა არეშიძემ.

გენადი სუბარს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო ჰქონდა შეფარდებული.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები