კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ავადმყოფი პატიმარი შველას ითხოვს

2 მარტი, 2011

ავადმყოფი პატიმარი იოანე მენაფირე დახმარებას ადამიანის უფლებათა ცენტრს სთხოვს. პატიმარი ცენტრს  ტელეფონით დაუკავშირდა და განაცხადა, რომ უკვე სამი თვეა, მეექვსე იზოლატორში იმყოფება. მას აქვს სოკოვანი დაავადება, თიაქარი და ამავე დროს ღვიძლიც აწუხებს.

„ყურადღებას არავინ მაქცევს. მაწუხებს ტკივილი და მაქვს სისხლდენა. ექიმს კი არ მასინჯებენ. მაშინ კი, როცა დახმარებას ექიმს ვთხოვთ, კამერიდან კარცერში გვსვავენ. გუშინაც ასე მოხდა. ექიმს რომ ვეძახდით, უსაფრთხოების უფროსმა, ჯონიმ ერთ-ერთი ჩვენგანი კარცერში ჩასვა“, - აღნიშნავს პატიმარი.

მისივე თქმით, მსგავს მდგომარეობაში ბევრი პატიმარია, ორი მათგანი კი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

როგორც თავად აცხადებს, იმ მიზეზით, რომ დახმარება არავინ აღმოუჩინა ღია წერილით სახალო დამცველსაც მიმართა. დახმარება ამის შემდეგაც ვერ მიიღო: „ექიმს არ მასინჯებენ, მიზეზად კი ახლა იმას მეუბნებიან - მიდი, სახალხო დამცველი დაგეხმაროსო“.

51 წლის იოანე მენაფირე ციხის მეექვსე იზოლატორში იმყოფება. პატიმარმა დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს 1 მარტს მიმართა.

სოფო გეწაძე

ახალი ამბები