კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხრეთ აფრიკელი ფერმერებთან ერთად საქართველოში

2 მარტი, 2011

დემიენ მაკგინესსი, ბიბისი

BBC-ის კავკასიის კორესპონდენტი დემიენ მაკგინესი ქართული სტუმართმოყვარეობით მიღებულ საკუთარ გამოცდილებას იხსენებს, როდესაც მისი გუნდი მიწების გაყიდვის სადაო სქემაზე რეპორტაჟის მომზადების დროს ქარბუქში მოხვდა.

სტუმარი ღვთისაა, ამბობენ კავკასიელები. რა თქმა უნდა, საქართველო სამხრეთ აფრიკელ ფერმერებს უბრალო სტუმართმოყვარეობაზე მეტს სთავაზობს.

და ეს არის ის, რაც ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, ვიდრე ვიღებდით ფილმს იმის შესახებ თუ როგორ ესტუმრა დაახლოებით 90 თეთრკანიანი სამხრეთ აფრიკელი ფერმერი საქართველოს, მას შემდეგ რაც ისინი მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გასაყიდი მიწების დასათვალიერებლად დაპატიჟა.

კონტინენტების შეცვლა

ბევრი მათგანი ამბობს, რომ ისინი სამხრეთ აფრიკაში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. მას შემდეგ რაც 1994 წელს აპარტეიდი დასრულდა, 3 000–ზე მეტი თეთრკანიანი სამხრეთ აფრიკელი ფერმერი მოკლეს. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ მიწის რეფორმის ფარგლებში, სამხრეთ აფრიკის მთავრობა მათ საკუთარი ფერმების საბაზრო ფასზე იაფად გაყიდვას აიძულებს.

„მთავრობა შეიძლება მოვიდეს თქვენთან და გითხრათ, ეს არის ის, რასაც ჩვენ თქვენს ფერმაში გადავიხდით და თქვენ მოგიწევთ მისი გაყიდვა“, გვიხნის ჯოან სვარტი. „თქვენ შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ“.

ის საქართველოში მეუღლესთან და მშობლებთან ერთად გასაყიდი ფერმების დასათვალიერებლად ჩამოვიდა. საქართველოს მთავრობა მათ აძლევს რჩევებს, თუ სად იყიდონ მიწები და როგორ დამკვიდრდნენ აქ.

მთავრობა მზადაა მიწის ფასებიც შეამციროს თუკი სამხრეთ აფრიკელი ფერმერები საქართველოში სამუშაო ადგილებს შექმნიან.

ჩაშლილი გეგმები

ოპონენტები ამბობენ, რომ მსგავსი მხადაჭერა საკუთარი მთავრობისგან ქართველ ფერმერებს არ აქვთ. ყოფილ საბჭოთა კავშირში, ფერმები კოლექტივის საკუთრება იყო, ამიტომ ბევრმა ფერმერმა ტრადიციული უნარები დაკარგა. იმისთვის რომ ხელახლა პროდუქტიულები გახდნენ მათ კონსულტაცია და იაფ კრედიტებთან ხელმისაწვდომობა სჭირდებათ.

ზოგიერთები შიშობენ, რომ უფრო მდიდარი უცხოელი ფერმერების მოზიდვა ქართველ ფერმერებს არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენებს.

მაგრამ რადგან მანქანით ფერმერთა ავტომობილების კოლონას მთიან თოვლიან გზებზე უკან მივყვებოდით, ჩვენს ერთადერთ საზრუნავს მხნეობა წარმოადგენდა. გამცილებლების ორიგინალური გეგმა, რომ ერთ საათში გავჩერებულიყავით და ინტერვიუ ჩაგვეწერა, ჩაიშალა.

იმ დროისთვის, როდესაც ბოლოს და ბოლოს გავჩერდით (შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ბათუმთან ახლოს, სადაც სამხრეთ აფრიკელებს ღამე უნდა გაეტარებინათ) ჩვენ მთელი ქვეყნის ირგლივ თითქმის 400 კილომეტრი გვქონდა გავლილი.

ჯადოსნური ტელეფონი  

როდესაც უკან თბილისში კვლავ მთების გავლით ვბრუნდებოდით, უფრო მეტი თოვლი დაგროვდა და პროგრესი შენელდა. საბოლოოდ უღელტეხილზე გავჩერდით – ერთადერთი გზა, რომლითაც თბილისში მოხვედრა შეიძლება.       

პოლიციამ გზა გადაკეტა და გვითხრა, რომ მხოლოდ ჯიპებით გაგვატარებდა. ვიფიქრე, რომ ამ ადგილას შუაღამით ჯიპის შოვნა, ძალიან გაგვიჭირდებოდა. 
   
თუმცა, ამ სიტუაციაში ჩვენი კოორდინატორის მარიამის შნოს იმედი მქონდა, რომელსაც ჩემი აზრით ჯადოსნური მობილური ტელეფონი ჰქონდა. მან რამდენიმე ადგილას გადარეკა. „მეგობარს ჰყავს ჯიპი, რომელის გამოგზავნაც მძღოლთან ერთად შეუძლია“, თქვა მან. ჩვეულებრივ საქართველოში პრობლემათა უმრავლესობის გადაწყვეტა „მეგობარი“ ან „ნათესავია“. ამაზე დეტალურ ინფორმაციას, იშვიათად თუ მიიღებ.

პოლიციის ესკორტი

იმ დროისთვის, როდესაც ჯიპი მოყვანეს შუაღამე იყო, თოვლის რაოდენობა გაიზარდა და გზა მთლიანად დაიხურა. იმის გამო, რომ ახალომახლო სასტუმრო არსად არ იყო, ჩვენგან ხუთს იმ მანქანაში უნდა დაეძინა, სადაც ტექნიკა ინახებოდა.

მარიამმა მისი ჯადოსნური ტელეფონით კიდევ ერთხელ დაურეკა ვიღაცას, რომელმაც მას უთხრა, რომ იქვე ახლო სასაზღვრო ბარაკები იყო, სადაც ჩვენ უფასოდ შევძლებდით ღამის გათენებას. უცბად, პოლიციის მანქანების კოლონა გამოჩნდა, რომლებსაც ჩვენ სოფლის გავლით ბარაკებისკენ უნდა მივეცილებინეთ.

ვფიქრობდი, რომ ზედმეტად ჭუჭყიანი, დაღლილი და უბირი იერი გვქონდა და ასეთ ყურადღებას არ ვიმსახურებდით.

კეთილგანწყობილი კულტურა

მეორე დღეს გზა კვლავ ჩაკეტილი იყო, მაგრამ საზღვრის დაცვის თანამშრომელმა ჯიპში გვითხრა, რომ თბილისში უნდა ჩავეყვანეთ.         
     
მან გვერდი აუარა გზის ჩაკეტილ ნაწილს და მეორე, მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს გადავიდა, თან ჩვენი მიმართულებით მომავალ მანქანებს სიგნალით აფრთხილებდა მისთვის გზა გაეთავისუფლებინათ.

თბილისში 24 საათით გვიან დავბრუნდით, რაც ქართული სტანდარტებითაც კი სერიოზული შეფერხებაა. მაგრამ ის, რომ საერთოდ დავბრუნდით და ღამეც კარგად გვეძინა მხოლოდ ქართული სტუმრათმოყვარეობის დამსახურებაა.

მიუხედავად შიდა წინააღმდეგობისა, რომელიც მთავრობის ინიციატივას ახლავს,  ბევრი სამხრეთ აფრიკელი ვისაც ვესაუბრეთ, დახვედრით ანალოგიურად მოიხიბლა. რეგიონში მიღებული გამოცდილების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მათ ვინც აქ დასახლებას გადაწყვეტს, თბილად მიიღებენ.

ორიგინალი

http://foreignpress.ge/?p=16597 

ახალი ამბები