კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპის მასშტაბით საქართველოში 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

4 მარტი, 2011

საქართველო ევროპის 47 ქვეყანას შორის, 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა. ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

საკრებულოს ფრაქცია „ჩვენი თბილისის“ წევრმა ვიქტორ დოლიძემ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2010 წლის მონაცემები წარმოადგინა. მან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ამ მონაცემების მიხედვით, ჯანდაცვის თვალსაზრისით, საქართველო სავალალო მდომარეობაშია.

ვიქტორ დოლიძის თქმით, მოსახლეობის ზრდის თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოს 194 ქვეყანას შორის 192-ე ადგილზეა. ამასთან, ერთ სულ მოსახლეზე წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაში გაწეული ხარჯები 35 აშშ დოლარს შეადგენს მაშინ, როცა ეს მონაცემები საფრანგეთის მაგალითზე 3655 აშშ დოლარს, ამერიკაში _ 3317 დოლარს , გერმანიაში _3236 დოლარს, ესტონეთში _ 630 დოლარს, ლიტვაში _ 530 დოლარს, რუსეთში _ 243 დოლარს შეადგენს.

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა საკრებულოში ვიქტორ დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში მაღალია ბავშვთა სიკვდილობის მაჩვენებელი. კერძოდ, საქართველო მსოფლიოში ამ მხრივ 66-ე, ხოლო ევროპის 47 სახელმწიფოს შორის 44-ე ადგილზეა. ამასთან, 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობით კი, ევროპის 47 სახელმწიფოს შორის 47-ე ადგილზე.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა ხშირად სპეკულირებს, რომ ბიზნესის დაწყების სიიოლით საქართველო მსოფლიოს 129 ქვეყანას შორის მე-3 ადგილზეა. ბიზნესის დაწყება ძნელი არ არის, მაგრამ მისი წარმოება უფრო რთულია. ამ მონაცემებს კი ხელისუფლება საკუთარ ხალხს უმალავს“, - დასძინა ვიქტორ დოლიძემ.

საკრებულოს ოპოზიციური წევრი მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები