კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი სიფრაშვილების ოჯახთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

7 მარტი, 2011
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მცხოვრებ სიფრაშვილების ოჯახთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უფლებადაცვითი ორგანიზაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სიფრაშვილების მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ გამოყენებულ ფორმებს და ქმედებებს აპროტესტებს.

„სოფელ ანაგაში სიფრაშვილების საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები შვიდი შვილის დედას ბავშვების ჩამორთმევით დაემუქრნენ. მუქარას მოზარდებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ხმამაღლა ტიროდნენ, რადგან დედასთან დაშორება არ უნდათ. მართალია, სიფრაშვილები მძიმე პირობებში ცხოვრობენ, თუმცა მშობლის უფლების შეზღუდვა და მოზარდების ბავშვთა სახლში გადაყვანა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთადერთი მიზანი არ უნდა იყოს და იგი უნდა გამოიყენებოდეს აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში. სააგენტოსთვის აღნიშნული ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე წლების განმავლობაში იყო ცნობილი, თუმცა ჩვენი წარმომადგენლების მიერ მოპოვებული ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ სოციალურ მუშაკებს მშობლებთან არასდროს უმუშავიათ პირობების გაუმჯობესებისთვის. პოლიციის ძალით ოჯახის დაწიოკება და მუქარა მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით, არღვევს ადამიანის უფლებებს და აბსოლუტურად მიუღებელია“, - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის ოფისის იურისტები ანაგაში, სიფრაშვილების სახლთან განვითარებულ მოვლენებს 4 მარტს მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ დღეს სოფელ  ანაგაში ხმაური იყო. დედამ  ბავშვების ბავშვთა  სახლში გადაყვანზე კატეგორიული უარი განაცხადა, რის შემდეგაც სიფრაშვილების  შვიდშვილიან ოჯახს სოციალური  მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილებისა და კახეთის საკოორდინაციო  ცენტრის თანამშრომლებმა ბავშვები ვეღარ  ჩამოართვეს.

ჟურნალისტებისა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლების ადგილზე  მისვლის  შემდეგ სააგენტოს თანამშრომლებმა უარყვეს, რომ ისინი პოლიციის ძალით გეგმავდნენ ბავშვების გაყვანას. არადა, სიფრაშვილების სახლთან რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიცია იყო მობილიზებული.

მოგვიანებით, მაია სიფრაშვილი ბავშვებთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, დედას  და შვილებს მწვავე ვირუსული ინფექცია აქვთ.

 „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აგრძელებს საქმის მონიტორინგს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი   

ახალი ამბები