კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პედაგოგთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი „მიშას“ აქებს

7 მარტი, 2011
ინტერნეტგვერდ youtube -ზე ახალი ვიდეო გამოჩნდა სახელწოდებით „მიშას ქება“. ვიდეოზე ჩანს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე, რომელსაც ხელში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერი - „ხუთიანი“ უჭირავს ხელში. კობახიძე ამბობს ფრაზებს: „ჩვენს პრობლემებს შინ და გარეთ, მე და მიშა მოვაგვარებთ“ და „საქართველოს დასაცავად, მე და მიშა ერთად ვდგავართ“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მაია კობახიძემ განუცხადა, ვიდეო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ არის გადაღებული, თუმცა მისთვის უცნობია, ვინ ატვირთა youtube-ზე ვიდეო 3 წლის შემდეგ.

„ხუთიანები და ის, რასაც თქვენ მეუბნებით, ვადამდელი საპრეზიდეტო არჩევნებს უკავშირდება. იმ პერიოდში 32-ე საჯარო სკოლაში ვმუშაობდი და მათემატიკას ვასწავლიდი. ეს ლექსები თვითონ 5 ნომერს ეწერა უკანა მხარეს _ წინასაარჩევნოდ ეს 5 ნომრები კორპუსის ბინების სახელურებზე იკიდებოდა და მათ ეწერა უკანა მხარეს ასეთი მცირე ზომის ლექსები“, - თქვა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რატომ იმეორებდა მმართველი გუნდის საპრეზინდეტო კანდიდატის საარჩევნო სლოგანს იმ დროს საჯარო სკოლის პედაგოგი, კობახიძემ უპასუხა: „ისეთ რაღაცეებს მეკითხებით... იმიტომ ვიმეორებ, რომ ხელში მეჭირა ის ხუთი ნომრები და თან ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები იყო ის, რაც მათ უკან ეწერა. სხვა არაფერი. გასაოცარი ის არის, ვის დასჭირდა ამ ვიდეოს გამოქვეყნება ახლა და რა მიზანი ამოძრავებდა. იმ პერიოდში კამერების წინ არ ვმდგარვარ, მაშინ სკოლაში ვმუშაობდი და დაფასთან ვიდექი“, - განაცხადა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ.

 ვიდეო

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები