კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ლაგოდეხის გამგებელს სოფლის რწმუნებულებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

7 მარტი, 2011

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს დიმიტრი ლოლაძეს ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგებელმა სოფლის რწმუნებულებს ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საუბარი და ინფორმაციის მიწოდება აუკრძალა.

„ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს ვუკავშირდებოდით ტელეფონით და ვთხოვდით, თუ ჰქონდათ ინფორმაცია, ეთქვათ, არის არა მათ სოფელში სოციალურად გაჭირვებული ოჯახი, რომლის ბავშვებიც სკოლაში ვერ დადიან. გასულ კვირას სოფლის გამგებლები ამ ინფორმაციას გვაძლევდნენ, დღეს კი გვითხრეს, რომ გამგებელმა მათ თათბირზე ყოფნისას ჩვენთან ურთიერთობა აუკრძალა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ რაიონის გამგებელი გამგეობის თანამშრომლებს და საჯარო მოსამსახურეებს ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობას უკრძალავს. „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ არაერთხელ მიმართეს კახეთში მომუშავე ჟურნალისტებმა, რომელთა განცხადებით, როცა ისინი ინფორმაციის დასაზუსტებლად სოფლის გამგებლებს უკავშირდებიან ნებისმიერ საკითხზე, რწმუნებულები გამგებლის ან გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნებართვას ითხოვენ“, - აღნიშნეს უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის ოფისში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ლოლაძის განცხადებით, მას არავისთვის აუკრძალავს ჟურნალისტებთან და არასამთავრობოებთან ურთიერთობა. „მე ვესაუბრე სოფლის გამგებლებს და მათ ვუთხარი, რომ ინფორმაცია არასამთავრობომ მოითხოვოს ჩვენგან და მივაწოდებთ ჩვენ. გასაუბრება არავისთვის ამიკრძალავს“, - აღნიშნა გამგებელმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები