კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მასწავლებელს რაიონში არ უშვებენ

9 მარტი, 2011

ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ქართული ხალხური ცეკვების მასწავლებელს რაიონში არ უშვებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახლის დირექტორმა თამარ მეარაყიშვილმა აცნობა.

"გასულ კვირაში ახალგორიდან გამოსვლისას ეს ადამიანი ქართულ პოსტზე გააფრთხილეს, რომ ძველი ცნობით რაიონში აღარ შეუშვებდნენ. ხოლო როცა წეროვანში, რაიონის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურში ცნობის შესაცვლელად გამოცხადდა, მას ახსნა-განმარტების გარეშე გამოუცხადეს, რომ ცნობას საერთოდ აღარ გასცემდნენ და შესაბამისად, ახალგორში საერთოდ აღარ შეუშვებდნენ", - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

მისივე განმარტებით, მასწავლებელი საქართველოს მოქალაქეა და უკვე ერთი წელია, რაც ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ქართულ ხალხურ ცეკვებს ასწავლის.

"მას სწავლების ნება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დართო და უვადო ცნობაც გასცეს, რომ რაიონში დაუბრკოლებლად შესვლა შეძლებოდა", - განაცხადა მეარაყიშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები