კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯანდაცვის მინისტრმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის და „მაესტროს“ ჟურნალისტები აგინა

9 მარტი, 2011
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ, რომელიც დღეს გურჯაანში იმყოფებოდა, კახეთის საინფორმაციო ცენტრის და „მაესტროს“ ჟურნალისტები აგინა. „ამათი დედა ...“ - აღნიშნა მინისტრმა მას შემდეგ რაც კახეთის საინფორმაციო ცენტრის და „მაესტროს“ ჟურნალისტებს კომენტარზე უარი უთხრა.

„დღეში სამჯერ „მაესტროსთან“ შეხვედრის სურვილი არ მაქვს, ბევრი მიზეზის გამო“, - განაცხადა მინისტრმა. მანვე კახეთის საინფორმაციო ცენტრის და „მაესტროს“ ჟურნალისტებს სხვა სამსახურის მოძებნა ურჩია. „უკეთესია სხვა ადგილი მოძებნოთ“, - აღნიშნა ურუშაძემ, რის შემდეგაც ჟურნალისტების მიმართ უცენზურო სიტყვებით კიდევ ერთხელ შეიგინა. გინების შემდეგ ურუშაძემ კომენტარი მისცა ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის, „პირველი არხის“, „იმედის“ და „გურჯაანის“ კორესპონდენტებს და გურჯაანი დატოვა.

შეხვედრის დაწყებამდე მინისტრმა განაცხადა, რომ რეგიონებში მოსახლეობას ხვდება, სინამდვილეში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გურჯაანის ცენტრში მას საჯარო სკოლების მასწავლებლები, გამგეობისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები დაახვედრა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები