კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა უფლებადამცველებმა ჟენევაში აქცია გამართეს

10 მარტი, 2011

10 მარტს ჟენევაში, გაეროს ოფისის წინ, ქართველმა, სომეხმა და აზერბაიჯნელმა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს.

აქცია უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურმა ქსელმა მოაწყო. მას ასევე შეუერთდა ნორვეგიული ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სახლი“.

უფლებადამცველები შეეცადნენ, გაეროს ყურადღება მიეპყროთ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული პრობლემებისთვის. კონკრეტულად, მათ პოლიტმატიმრების გათავისუფლება, ასევე - ადამიანის უფლებების დარღვევებისა და რეპრესიების შეწყვეტა მოითხოვეს.

საქართველოდან საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და „სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო“.  

საპროტესტო აქციის შემდეგ სამხრეთკავკასიური ქსელის უფლებადამცველი ორგანიზაციები გაეროს ადანიანის უფლებათა საბჭოს სხდომას დაესწრნენ და გაეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები