კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

4 მლნ ლარის ხარჯვის მიუხედავად, თელავში სასმელი წყლის დეფიციტია

14 მარტი, 2011

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში თელავში, მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების ხარისხის გასაუმჯობესებლად დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯა. მიუხედავად, ამისა, თელავში სასმელი წყლის დეფიციტია. მოსახლეობას წყალი კვირაში ორჯერ, 2 საათით მიეწოდება და სპეციალისტების დასკვნით, ისიც დაბინძურებულია ( http://ick.ge/ka/rubrics/main-news/61-tnews/5051-2011-03-09-14-02-58.html ).

როგორც თელავის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, მდგომარეობა ბოლო 4 კვირის განმავლობაში გაუარესდა. მანამდე თელავს სასმელი წყალი კვირაში 3 -ჯერ მიეწოდებოდა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის ფილიალის მენეჯერის ფარნა მაყაშვილის თქმით, სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკის შემცირება რეზერვუარებში წყლის დეფიციტმა გამოიწვია.

„ჩვენ წყალს თვითდინებით ვიღებთ, ტუმბოები არ გვაქვს. წყლის ოდენობა შემცირდა, რის გამოც იძულებულები გავხდით გრაფიკი 1 დღით შეგვემცირებინა. დაახლოებით 10 დღეში, ნალექების მომატების ხარჯზე წყლის დონის მატებას ველოდებით“, - განაცხადა მაყაშვილმა.

მისივე თქმით, თელავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე 2011 წელს 6 590 000 ლარი დაიხარჯება.

თელავში სასმელი წყლის დეფიციტთან დაკავშირებით კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი კომენტარს არ აკეთებს. გუბერნატორის მოადგილე გიორგი სიბაშვილი კი განმარტავს, რომ დეფიციტი კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია. „არსებობს გეოლოგიური დასკვნები, რომლითაც დადასტურებულია, რომ სასმელი წყლის დეფიციტი ბუნებრივმა კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია“, - აღნიშნა სიბაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები