კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ტყვე დახმარებას ითხოვს

14 მარტი, 2011

ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ტყვე მალხაზ ახვლედიანი დახმარებას ითხოვს. ახვლედიანი მისი ოჯახის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე „ინტერპრესნიუსს“ ესაუბრა.

„ვიდრე რუსი სამხედროები დამატყვევებდნენ, ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი და გარკვეული შემოსავალიც გვქონდა. ახლა კი მე და ჩემი ოჯახი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე ვართ დარჩენილნი. ვთხოვ, ბიზნსეკომპანიებს და ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია – იქნებ, მატერიალურად დაგვეხმარონ, ან დაგვასაქმონ, რადგან გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდით“, - განაცხადა მალხაზ ახვლედიანმა.

ყოფილი ტყვის თქმით, მისი 20 წლის ვაჟს ორივე ფეხზე ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება.

43 წლის მალხაზ ახვლედიანი რუსმა სამხედროებმა 2010 წლის იანვარში, სოფელ ნიქოზში დააკავეს. ცხინვალის სასამართლომ მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ახვლედიანი ოსუმა მხარემ 2011 წლის 11 თებერვალს გაათავისუფლა.
 

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები