კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რადიო „ჰერეთმა“ ევროკავშირის წარმომადგენლობას და საელჩოებს დახმარებისთვის მიმართა

15 მარტი, 2011

რადიო „ჰერეთმა“ ღია წერილით ევროკავშირის წარმომადგენლობას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს დახმარებისთვის მიმართა. გთავაზობთ წერილის სრულ შინაარს, რომელიც რადიოსადგურის დამფუძნებელმა, რამაზ სამხარაძემ გაავრცელა.

„რადიო „ჰერეთი“ საქართველოს უკიდურეს აღმოსვლეთიდან, ლაგოდეხიდან, მთელ კახეთის რეგიონზე უკვე 12 წელია სტაბილურად მაუწყებლობს. უკვე მესამე წელია, „ჰერეთი“ უშედეგოდ ითხოვს მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებას საქართველოს დედაქალაქ თბილისში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კი ამ დრომდე აჭიანურებს ახალი ლიცენზიების გაცემას მაუწყებლებისთვის, მოტივად კი „საზოგადოებრივი აზრის კვლევას“ ასახელებს, რომელიც არ გამოქვეყნებულა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ - 2004 წლიდან. მაუწყებლობის კანონის მიხედვით კი, ასეთი სახის კვლევის ჩატარება 2 წელიწადში ერთხელ უნდა ხდებოდეს.
 
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული კვლევა უკვე ჩატარებულია. ამას 2011 წლის 4 მარტის ინფორმაცია ადასტურებს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ ოფიციალურ ვებ გვერდზე (
www.gncc.ge). თუმცა, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ყველასათვის უცნობია.
 
ცნობილია მხოლოდ ის, რომ კომისია უკვე ადგენს პრიორიტეტებს მაუწყებლებისთვის.
 
სამწუხაროდ, აღნიშნული პროცესები გაუმჭვირვალედ რომ მიმდინარეობს, ამაზე არავინ დავობს. ასევე არავინ დავობს, რომ რეგიონული დამოუკიდებელი რადიოსადგურ „ჰერეთის“ სტრატეგიულად შემდგომი განვითარებისა და დახვეწისათვის საჭიროა პოლიტიკური ნება, თავისუფალი გარემო და საბაზრო პირობები, რაც საქართველოს შემთხვევაში არ არსებობს.
 
რადიო „ჰერეთს“ გააჩნია თბილისის ოფისი, არსებობს მაუწყებლობის დაწყებისთვის ყველა პირობა - ადამიანური და ტექნიკური რესურსი. თუმცა, მსგავსი დამოკიდებულებით, მიუხედავად ჩვენი მზაობისა და ძალისხმევისა სერიოზულ ზარალს განვიცდით, როგორც ბიზნესი.
 
მიუხედავად დიდი ზეწოლისა, „ჰერეთი“ ახერხებს, იყოს ობიექტური, მობილიზებული – დემოკრატიული ღირებულებების, წინასაარჩევნო პროცესების ღიაობის, სოციალური და პოლიტიკური პრობლემების გაშუქების თვალსაზრისით, რაც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა და წერილობით დააფიქსირა, თავის ავტორიტეტულ დასკვნებში.
 
ვინაიდან საქართველოს აღებული აქვს ვალდებულებები ევროკავშირთან ლიცენზირების გამარტივების პროცესებთან დაკავშირებით, მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად ჩაერთოთ აღნიშნულ პროცესებში, რადგან სამართლიანად, ობიექტურად და გამჭვირვალედ მოხდეს აღნიშნული პროცესების წარმართვა“.

რადიო „ჰერეთი“

ახალი ამბები