კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცვლილება კოდექსში - სასამართლო საქმეს იიოლებს

15 მარტი, 2011

სოფო გეწაძე

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი კარის 78-ე მუხლში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

როგორც პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში აცხადებენ, ცვლილების შეტანა სადავო პროცესის მონაწილეების მხრიდან პროცესისთვის თავის არიდების მცდელობის სიმრავლემ გამოიწვია.

„სასამართლო ავსებს კანონის ხარვეზს და აფართოვებს მხარისათვის ინფორმაციის მიწოდების არეალს. აქამდე თუ ეს ხორციელდებოდა პრესის მეშვეობით, ახლა პრესა ძალაში რჩება, მაგრამ მას ემატება სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე განთავსება და ვებგვერდი“, - აცხადებს იურიდიული კომიტეტის წევრი თეიმურაზ წურწუმია.

განსხვავებული მოსაზრება აქვს იურისტთა ნაწილს. ისინი მიიჩნევენ, რომ ცვლილების შემდეგ უფრო მეტად შეილახება მოპასუხის ინტერესები. როგორც იურისტი ზურა ერემაშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას აღნიშნავს, ცვლილების თანახმად, თუ პირი არ გამოცხადდება და მის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოვა, იგი 7 დღეში კანონიერ ძალაში შედის. ეს კი, ბუნებრვია, შეუქცევად შედეგს გამოიწვევს.

„ჩემი მარწმუნებელი იმყოფებოდა საბერძნეთში. მის წინააღმდეგ შეიტანეს სარჩელი 2008 წელს და სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა გადაწყვეტილება.  საბერძნეთში რადგანაც იყო, ვერ გააფრთხილეს. მხოლოდ გაზეთში გამოაქვეყნეს ინფორმაცია სასამართლო სხდომის დანიშვნაზე. გაზეთი კი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. ამიტომ ჩემს მარწმუნებელს დაეკისრა 32 000 დოლარის გადახდა“, – აცხადებს იურისტი.

ცვლილების უარყოფით მხარეზე საუბრობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნინო ანდრიაშვილი. მისი თქმით, სასამართლო ვალდებულია მიმართოს იმ ტერიტორიულ ერთეულს, სადაც ეს ადამიანი იმყოფება.

„თუ ქუთაისში იმყოფება, მაშინ მერია დაიხმაროს, გამგეობა დაიხმაროს და მისი მეშვეობით მოიძიოს ამ ადამიანის მისამართი ანუ კანონი ითვალისწინებს ამ პირობებს, მაგრამ ახლა სასამართლო რატომღაც ირჩევს ყველაზე იოლ გზას“, – განმარტავს ანდრიაშვილი.

იურისტების თქმით, ყველაზე იოლი გზის არჩევით ილახება კანონით გათვალისწინებული მთავარი პრინციპი, რომლის თანახმადაც, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ საკუთარი მოთხოვნები და უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული არგუმენტები.

ახალი ამბები