კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველები ჟენევაში

15 მარტი, 2011

სალომე აჩბა

9-11 მარტს ჟენევაში, გაეროს ოფისში, სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველებმა  კავკასიაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე იმსჯელეს. შეხვედრა „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელისა“ და „ადამიანის უფლებათა სახლის“ მიერ იყო ორგანიზებული.

შეხვედრაში სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) და ჩრ. კავკასიის (რუსეთის ფედერაციის) უფლებადამცველები მონაწილეობდნენ. მათ თავ-თავიანთ ქვეყნებში არსებული მდგომარეობის ანგარიში გაავრცელეს.

სომხეთიდან ანგარიში წარადგინა ორგანიზაცია „პოლიტპატიმრების მეუღლეების“ წარმომადგენელმა, მელისა ბრაუნმა და სომხეთის ჰელსინკის ასოციაციის წარმომადგენელმა მიხეილ დანიელიანმა; აზერბაიჯანში არსებულ ვითარებაზე „სამართლებრივი განათლების საზოგადოების“ ხელმძღვანელმა ინტიგამ ალიევმა ისაუბრა; ჩრ. კავკასიაში შექმნილი სიტუაცია ინტერნეტ-ჟურნალ  Кавказский узел-ის მთავარმა რედაქტორმა გრიგორი შვედოვმა აღწერა; საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა. შეხვედრას თავმჯდომარეობდა „ადამიანის უფლებათა სახლის“ რეგიონული მენეჯერი ანე ბონდე.

უჩა ნანუაშვილის თქმით, შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა: „ჩვენი მიზანი იყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ სიტუაციაზე. სამხრეთკავკასიის უფლებადამცველებმა ჩვენი ანგარიშების პრეზენტაციაზე მოვიწვიეთ ჟენევაში აკრედუტებული დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოსა და ზოგადად სამხრეთ კავკასიის საკითხებით“.

„მაშინ, როცა ბევრი ქვეყნის ხელისუფლებას არ სურს მოუსმინოს უფლებადამცველებს, ასეთი შეხვედრები შესაძლებლობას იძლევა, უფლებადამცველებმა ხმა მიაწვდინონ თავიანთ ხელისუფლებას დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით. სამწუხაროა, რომ შეხვედრას დასავლეთ ევროპის ბევრი დიპლომატი არ დასწრებია. მათ უნდა ესმოდეთ, რომ კავკასია ახლოს მდებარეობს. რასაკვირველია, იქ ჯერ არაა ისეთი სიტუაცია, როგორც ლიბიაში, მაგრამ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ გაამახვილოს ყურადღება კავკასიაზეც, რათა აქაც ისეთივე რთული ვითარება არ შეიქმნას, როგორიც ლიბიაშია. გარდა ამისა, აუცილებელია, არ გავუცრუოთ იმედი მათ, ვინც ჩვენს დახმარებას ელის“, - განაცხადა Кавказский узел-თან საუბრისას ფლორიან ირმინგერმა, „ადამიანის უფლებათა სახლის“ ჟენევის ოფისის ხელმძღვანელმა.

„თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“ „შეკრების და გამოხატვის თავისუფლება,   აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში!“ - ასეთი შინაარსის ტრანსფარანტებით კავკასიის უფლებადამცველებმა ჟენევაში, გაეროს ოფისთან საპროტესტო აქციაც გაიმართეს. ასევე შეხვდნენ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ადამიანის უფლებების თემაზე, მარგარეტ სეკაგიას.

ახალი ამბები