კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ღია საზოგადოება – საქართველომ“ ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულების შესახებ პრეზენტაცია გამართა

16 მარტი, 2011
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია - „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა : ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულება“. 

როგორც ფონდის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, ანგარიში ეხება 2010 წლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს. მისი განმარტებით, 2010 წელს იყო მოდერნიზაციისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, თუმცა სერიოზული სვლა დემოკრატიისაკენ არ მომხდარა. 

ხუციშვილის განცხადებით, აღნიშნული ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარე წლის თებერვალში ბრიუსელშიც შედგა. თბილისში ანგარიშის პრეზენტაციის მიზანი კი არის, რომ მის შესახებ საქართველოს მოსახლეობამაც იცოდეს. 

ანგარიშში საუბარია, როგორი მდგომარეობა იყო მედიის დამოუკიდებლობის კუთხით 2010 წელს, ასევე, ეკონომიკაში, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. საუბარი ასევე შეეხო საარჩევნო გარემოს, გარემოს დაცვის, საჯარო სამსახურის რეფორმის, კორუფციასთან ბრძოლის, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ არსებულ პოლიტიკას. 

პრეზენტაციას დაესწრნენ სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები, რომლებიც აღნიშნულ ანგარიშზე მუშაობდნენ. 

2006 წელს საქართველოს მთავრობამ ქვეყნის დასავლური განვითარების უზრუნველყოფისთვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პასუხისმგებლობა აიღო. ამის შემდეგ ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ სხვა დონორ და საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად საქართველოსთვის ამ ვალდებულების შესრულებას აკვირდება, აფასებს ამ მიმართულებით წინსვლას და წარმოქმნილ პრობლემებსა თუ ხარვეზებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები