კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გრიგოლ ვაშაძე: „ბაქრაძის ისრაელში ვიზიტის გადადება ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გავლენას იქონიებს“

16 მარტი, 2011
„დავით ბაქრაძის ისრაელში ვიზიტის გადადება ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გავლენას იქონიებს იმდენად, რამდენადაც არ შედგა ვიზიტი, რომელიც წინ წაიყვანდა ჩვენს ურთიერთობებს“,  - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ „ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, რომელიც დავით ბაქრაძის ისრაელში ვიზიტის გადადებას ეხებოდა.

ვაშაძის თქმით, ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, ჩაატაროს მეორე ქვეყნის ხელმძღვანელობის ვიზიტი ან  - არა.

„ეს ვიზიტი არ არის გაუქმებული, ვიზიტი არის გადადებული. რაც შეეხება მიზეზს, მე თვითონ ისრაელის პრესაში ექვსი სხვადასხვა მიზეზი ვნახე. სპიკერის გადატვირთული გრაფიკით დაწყებული, პალესტინასთან დასაწყები მოლაპარაკებებით დამთავრებული“, - განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ისრაელში ვიზიტის გადადების მიზეზებზე ქართული და ებრაული მხარეები განსხვავებულ განმარტებებს აკეთებენ.  საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის გადადება ორ გარემოებას უკავშირდება. კერძოდ,  ისრაელში დაგეგმილია მოლაპარაკებებია პალესტინურ მხარესთან; იმავდროულად, ქსნესეთში უნდა გაიმართოს შიდა პოლიტიკური დებატები. აღნიშნული მიზეზების გამო, საქართველოს პარლამენტის ვიზიტს სათანადო ყურადღება ვერ დაეთმობოდა და შესაბამისად, ბაქრაძის ვიზიტი გადაიდო.

ინტერნეტგამოცემა newsru.co.il-ის ცნობით კი,  ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარის რეუვინ რივლინის კანცელარიამ გაავრცელა ოფიციალური დადასტურება, რომლის თანახმადაც ბაქრაძის ისრაელში ვიზიტის გადადების მიზეზი „ფუქსის საქმეზე“ თბილისსა და ისრაელს შორის  აზრთა სხვადასხვაობა გახდა.

ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში ბათუმში დააკავეს. მათ ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად.

ინტერპრესნიუსი


ახალი ამბები