კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოქალაქეებს ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დარეგისტრირება მოუწევთ

17 მარტი, 2011

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოქალაქეებს ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დარეგისტრირებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეები შესაძლოა, იურიდიული მისამართიდან მოიხსნან, რაც პირადობის მოწმომების გაუქმებას გამოიწვევს.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი გაბრიელაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რა მისამართზე იმყოფება მისი მოქალაქე და სად მოძებნოს.

მოქალაქე, რომელიც ექვს თვეზე მეტია, ახალ მისამართზე ცხოვრობს ვალდებულია, ამ მისამართზე დარეგისტრირდეს, იმის მიუხედავად, საცხოვრებელი მისი საკუთრებაა თუ არა.

„მესაკუთრეებს ხშირად ეშინიათ ნათესავისთვის ან მეგობრისთვის ნებართვის მიცემა, რომ ბინაში დარეგისტრირდეს, ვინაიდან ჰგონიათ, რომ ეს ქონებრივ უფლებებს წარმოშობს. ქონებრივ უფლებებს არ წარმოშობს მისამართზე რეგისტრაცია. ასე რომ, თუ სადმე ნაქირავებ ბინაში ვინმე ცხოვრობს, ეს მესაკუთრეებს პრობლემას საკუთრებაზე არ შეუქმნის. მესაკუთრეს არ ეკისრება პირდაპირი ვალდებულება, კანონით ვინმე დაარეგისტრიროს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ გადასახადს არიდებს თავს. ადამიანი თუ ცხოვრობს, წყალს მოიხმარს, შესაბამისად, გადასახადი უნდა გადაიხადოს. რეგისტრაცია ნიშნავს, უბრალოდ, მისამართის დაფიქსირებას და მატერიალური შედეგი, რაც ამას უკავშირდება, კომუნალური გადასახადებია“, - განაცხადა გიორგი გაბრიელაშვილმა.

მისივე განმარტებით, მოქალაქეებს ახალ ფაქტობრივ მისამართზე გადასვლისთანავე შეუძლიათ დარეგისტრირება; მთავარია, მესაკუთრის თანხმობა არსებობდეს. ახალ მისმართზე დარეგისტრირების შემდეგ ახალი პირადობის მოწმობის აღება უფასოა.

„სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, სად ცხოვრობთ. ელემენტარულად საგადასახადოდან უნდა მოგივიდეთ შეტყობინება, არჩევნებზე, სასამართლოზე. სად მოგძებნით, სად გეკონტაქტოთ, სად გამოგიგზავნოთ წერილი. ლეგიტიმურია მოთხოვნა, რომ სადაც ცხოვრობ შეიძლება, შენი საკუთრება არ არის, მაგრამ იქ გაიარე რეგისტრაცია და საკუთრებაში არავინ შეგეცილება“, - განაცხადა გაბრიელაშვილმა.

მისივე განმარტებით, რეგისტრაციის წესის შესახებ სიახლე იუსტიციის მინისტრის ბრძანებით უკვე მოქმედებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები