კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზურაბ ნოღაიდელი ზვიად ხარებავას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს

17 მარტი, 2011

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მისი ყოფილი მრჩევლის, ზვიად ხარებავას პატიმრობიდან გათავისუფლებას  ითხოვს.

როგორც „სამართლიანი საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, ზვიად ხარებავა პოლიტიკური პატიმარია, რომელიც 17-წლიან სასჯელს არაფრისთვის იხდის.

„ეს არის კიდევ ერთი ამაზრზენი ფაქტი ჩემს წინააღმდეგ, რათა პოლიტიკას ჩამომაშორონ. ხარებავა პატიმრობაში მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ უარი თქვა, ჩემზე შეთითხნილ ბრალდებებზე ჩვენება მიეცა“, - აღნიშნა მან.

ნოღაიდელის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს ზვიად ხარებავას უფლებების დასაცავად.

„მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს; დავეხმარები ყველაფრით, რითაც შევძლებ. რაც შეეხება მოქმედებებს, მოქმედებების მექანიზმები შეიძლება იყოს სხვადასხვა, თუ საჭირო გახდება, იქნება აქციებიც... ძალიან მძიმეა მოსასმენად, რომ ადამიანი შეთითხნილი ბრალდებით იხდის 17-წლიან სასჯელს, როცა მკვლელებს 7-8 წელში ათავისუფლებენ“, - თქვა მან.

ნოღაიდელმა ასევე განმარტა, რომ ამ ფაქტის შესახებ მისთვის კარგა ხანია ცნობილია, მაგრამ ზვიად ხარებავამ ვიდრე არ გადაწყვიტა ამ საქმის გახმაურება და მედიის საშუალებითაც არ გავრცელდა ინფორმაცია, თავს იკავებდა ღია განცხადებებისგან.

„როცა დაიჭირეს, მის ოჯახს შევთავაზე დახმარება, მაგრამ მათ მიიჩნიეს, რომ ქართული სასამართლოების მეშვეობით სიმართლეს იპოვიდნენ, რაც საბოლოოოდ შეუძლებელი აღმოჩნდა“, - აღნიშნა ექსპრემიერმა.

ნოღაიდელის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში ზვიად ხარებავა თაღლითობისა და გაფლანგვის ბრალდებით 2009 წლის 11 დეკემბერს დააკავეს და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსჯავრდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და დაკავებას პოლიტიკურ დევნას და ანგარისწორებას უწოდებს. ხარებავა აცხადებს, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ზაზა ქაჩიბაია და გამომძიებელი მანუჩარ ქაჯაია მისგან ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ კომპრომატების მიწოდებას ითხოვდნენ.

ზვიად ხარებავა პრემიერის მრჩევლობამდე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში მუშაობდა. მთავრობაში ის 2007 წლამდე საქმიანობდა, ხოლო შემდეგ კერძო ბიზნესკომპანიებში - „გრინრაიტს ჯორჯია“, „კალა კაპიტალი“ და „საქჰიდროენერგომშენი“, ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

ხარებავას საქმეზე „ინტერპრესნიუსმა“ გასულ კვირას ჟურნალისტური მოკვლევა გამოაქვეყნა - იხ. ბმული.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები