კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია

17 მარტი, 2011

პარასკევს, 18 მარტს, 14:00 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია გაიმართება. გამოძიება ეხება საქართველოს ტყეებში უკანონო ჭრებს. ასევე, ფილმში მოთხრობილია, თუ როგორ შეაჩერა საქართველოს მთავრობამ 2007 წელს მსოფლიო ბანკის „სატყეო სექტორის განვითარების პროგრამა“, რომლის ერთ - ერთი კომპონენტიც ტყეების ინვენტარიზაცია იყო.

სტუდია „მონიტორის“ ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მაშინ გადაწყვიტა, რომ ტყეთმოწყობაზე უფრო აუცილებელი სატყეო დეპარტამენტის ოფისების მოწყობა და ტრენინგების ჩატარება იყო და ამიტომ მსოფლიო ბანკისგან თანხების ამ მიმართულებით გადამისამართება მოითხოვა. თუმცა, მსოფლიო ბანკმა პროექტი შეაჩერა და საქართველოს მთავრობას 11 მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარში უკან დაბრუნება მოუწია.

გამოძიებით დგინდება, რომ სატყეო დეპარტამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ზვიად ჭეიშვილმა, საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი დაარღვია, რადგან ის 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობიდან განაგებდა სატყეო საკითხებს, მისი ხელმძღვანელობით ჩინურ კომპანიას გადაეცა 6 მსხვილი ლიცენზია, 2008 წელს კი ჭეიშვილი თავად ამ კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა.

ასევე ფილმში ნათლად ჩანს, რამდენად განსხვავდება ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ოფიციალური სტატისტიკა ექპერტული კვლევებისგან.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები