კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს

17 მარტი, 2011

ადამიანის უფლებათა ცენტრი სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრს გულგრილობაში ადანაშაულებს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლაფნიანში მაკიევების ოჯახში შვიდ ბავშვს გაუსაძლის პირობებში ყოფნა უწევს. მაკიევების მეზობლების ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ ბავშვებს პური ხშირად არა აქვთ და ბალახს ჭამენ.

მაკიევების ოჯახში მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია, ოთახებში ანტისანიტარიაა. სიღატაკის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის განყოფილებამ, გასული წლის ივნისში, მაკიევებს სოციალური დახმარება შეუწყვიტა, რის შემდეგაც შვიდშვილიანი ოჯახი საარსებო შემწეობის გარეშე დარჩა. ბავშვებს პურს მეზობლები აძლევდნენ. მაკიევების ოჯახის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრმაფოტორეპორტაჟიპირველად 2010 წლის 24 დეკემბერს მოამზადა.

ფოტორეპორტაჟის გამოქვეყნების შემდეგ სოციალურმა აგენტმა ოჯახი განმეორებით შეამოწმა და როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, რამდენიმე დღის წინ მაკიევებს სოციალური დახმარება დაენიშნათ.

ამჯერად, ადამიანის უფლებათა ცენტრი სოციალური მომსახურების სააგენტოსგან მაკიევების ბავშვების ბავშვთა სახლში გადაყვანს ითხოვს.

„ადამინის უფლებათა ცენტრის იურისტები ადგილზე გავეცანით მაკიევების ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ოჯახში არსებულ პირობებს. მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ბავშვების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. ამასთან, სახელმწიფოს ვალდებულების მიუხედავად, ბავშვები ვერ იღებენ განათლებას, რადგან არ დადიან სკოლაში. მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ მოახდინოთ რეაგირება და უზრუნველყოთ მაკიევების ბავშვების ბავშვთა სახლში გადაყვანა“, - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის წერილში.

ამ საკითხზე ლაგოდეხის სოციალური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი თამაზ კაკიაშვილი კომენტარს არ აკეთებს. სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრში კი აღნიშნეს, რომ მაკიევების ბავშვების მძიმე პირობებში ყოფნის შესახებ მათთვის ცნობილია, თუმცა „ბავშვების ბედი სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ და არა ჟურნალისტებმა“.

 ფოტორეპორტაჟი

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები