კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცირე მეწარმეები მასობრივ აქციებს გეგმავენ

17 მარტი, 2011

ბათუმელი მცირე მეწარმეები 25 მარტიდან მასობრივ საპროტესტო აქციებს გეგმავენ. ისინი უკმაყოფილონი არიან საგადასახადო კოდექსის ცვლილებით, რომელიც 1 აპრილიდან ახალი სალარო აპარატების დადგმას ითვალისწინებს.

მცირე მეწარმეების მტკიცებით, სარფის საბაჟოზე გაზრდილი გადასახადების გამო იძულებული გახდნენ საქონელი გაეძვირებინათ. ამან კი კლიენტების შემცირება გამოიწვია.

თითოეულ ინდმეწარმეს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დეკლარაციისთვის (1000-დან 3000 ლარამდე) - საქონლის ღირებულების 18%-ს, პროდუქციის ღირებულებისთვის - 150 ლარს, ადმინისტრაციული ხარჯებისთვის კი 170 ლარს იხდიან. მოვაჭრეთა განცხადებით, დამატებით სალარო აპარატის გადასახადის გადახდას ვეღარ შეძლებენ.

„ვითხოვთ ფიქსირებულ გადასახადს, რის გადახდასაც ყველა მოვაჭრე შეძლებს. 10 დღეა, გასული და 1 ლარიც ვერ ვივაჭრე. ჩვენ იმის იმედი გვქონდა, რომ ცხოვრება უკეთესად წავიდოდა, მაგრამ უარესისკენ იცვლება“, - ამბობენ ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები