კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაგოდეხში მცხოვრები მაკიევების შვილებს ბავშვთა სახლში გადაიყვანენ

18 მარტი, 2011

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლაფნიანში მცხოვრები მაკიევების ბავშვებს სოციალური მომსახურების სააგენტო ბავშვთა სახლში გადაიყვანს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს.

„გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა საქმის კურსშია და შესაბამის სამსახურებთან ერთად ცდილობს გარკვეული დახმარება გაუწიოს მათ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დახმარებით, სოფელ გიორგეთის თემის რწმუნებულმა და  შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, შშმპ სტატუსის მქონე 11 და 15 წლის ბავშვები თბილისის შშმბ-თა მე-200 სკოლა პანსიონში გადაიყვანეს, თუმცა მულტიდისციპლინარულმა კომისიამ ბავშვები აღნიშნული სკოლის კონტიგენტად არ სცნო. ამჟამად მიმდინარეობს მიმღები ოჯახის მოძიება და თუ ასეთი ოჯახი ვერ იქნა მოძიებული, მაშინ ისინი გადაყვანილი იქნებიან სენაკის ბავშვთა სახლში. პარალელურად, სასამართლოს მიერ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვისთანავე  2, 4, 8 და 12 წლის  გოგონებს გადაიყვანენ ლაგოდეხში უკვე მოძიებულ მიმღებ ოჯახში. რაც შეეხება მეშვიდე, 8 თვის ბავშვს, იგი რჩება ოჯახში, თუმცა 2011 წლის 1 აპრილადან 2012 წლის 1 იანვრამდე მასზე გაიცემა კვების ვაუჩერი“, - აღნიშნავს საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი მარინა გოგოლაძე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მაკიევების ოჯახის შესახებ ინფორმაცია 17 მარტს გაავრცელა. ადამიანის უფლებათა ცენტრი სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრს გულგრილობაში ადანაშაულებს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლაფნიანში მაკიევების ოჯახში შვიდ ბავშვს გაუსაძლის პირობებში ყოფნა უწევს. მაკიევების მეზობლების ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ ბავშვებს პური ხშირად არა აქვთ და ბალახს ჭამენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი    

ახალი ამბები