კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბინის გამქირავებლებს 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევთ

18 მარტი, 2011

ბინის გამქირავებლებს 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევთ. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ვასილ გედევანიშვილი აცხადებს, რომ ქირის ღირებულების მიუხედავად, ნებისმერ შემთხვევაში, პირი ვალდებულია საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს.

„ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, თუ იურიდიული პირი ფიზიკური პირისგან ფართს იქირავებს, მაშინ იურიდიული პირი ვალდებულია, თავად დააკავოს გადასახადი. ძველი კოდექსის თანახმად კი იურიდიული პირი კერძოს სრულად უნაზღაურებდა თანხას, რომელიც შემდგომ გადასახადს ჩვეულებრივად იხდიდა.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს შორის ქირაობას, გამქირავებელსა და დამქირაველებს შორის მოლაპარაკების საგანია, ვინ გადაიხდის 20 %-იან საშემოსავლო გადასახადს. ასეთ ვითარებაში საშემოსავლო გადასახადის გადახდისთვის ზღვარი არ არსებობს. პირმა ფართი ნებისმერ ფასად რომ გააქირაოს, ის (შეთანხმების საფუძველზე) ვალდებულია, საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს“, - განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.

ასეთ ვითარებაში შემოსავლების სამსახურს მკაცრი ადმინისტრირების წარმოება მოუწევს, რათა გამოავლინოს კერძო პირებს შორის ქირაობის ფაქტები.

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ვასილ გედევანიშვილი აცხადებს, რომ საგადასახადო უწყებისთვის მსგავსი ინფორმაციის მოძიება პრობლემას არ წარმოადგენს.

„ინფორმაციის მოპოვებისთვის სხვადასხვა პროცედურა არსებობს. კერძო პირებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოპოვება ოდნავ რთულია. თუმცა, თუ გაჟღერდება ინფორმაცია გაქირავების შესახებ, შესაბამისად, მათ საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევთ“, - აცხადებს გედევანიშვილი.

თუკი შემოსავლების სამსახურის მიერ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდება, მაშინ პირს სრულად მოუწევს დამალული გადასახადის ანაზღაურება, რასაც შესაბამისი საურავებიც დაემატება.

ჯი ეიჩ ენი

ახალი ამბები