კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-ს ცნობით, გახსნილია საგანგებო სიტუაციების აჭარის სამსახურის ყოფილი უფროსის მკვლელობის საქმე

22 მარტი, 2011

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ გახსნა შსს–ის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის, დიმიტრი კორძაძის მკვლელობის საქმე.

შსს-ს ცნობით, დიმიტრი კორძაძე 2004-2007 მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს, ზუგდიდის განსაკუთრებულ დავალებათა მე-2 სამმართველოს უფროსად. 2010 წლის 5 მაისს, ბათუმში, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთზე, აფეთქებულ იქნა დიმიტრი კორძაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი „ტოიოტა ჰაილუქსი“. თავდასმისას დაიღუპა დიმიტრი კორძაძე, ხოლო მის გვერდით მჯდომმა ბადრი ლაპარაძემ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოიძიება დიმიტრი კორძაძის მკვლელობის ფაქტზე.

„გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ 2009 წლის იანვარში დანაშაულებრივი სამყაროს წევრებს ოთარ როგავასა და თემურ ბუთბაიას, რომლებიც წინა წლებში მოპარული ავტომანქანების აფხაზეთის ტერიტორიაზე რეალიზაციით იყვნენ დაკავებული, დაუკავშირდნენ ცნობილი აფხაზი კრიმინალი ვალმერ ბუთბა და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პარლამენტის დეპუტატი სლავიკ ვარდანია. აღნიშნულმა პიროვნებებმა ოთარ როგავასა და თემურ ბუთბაიას ორი რუსი მამაკაცი გააცნეს, რომლებიც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ–ს) თანამაშრომლები არიან. მათი შეხვედრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე შედგა“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

შსს-ს ინფორმაციით, რუსებმა ოთარ როგავასა და თეიმურაზ ბუთბაიას დიმიტრი კორძაძის ფოტოსურათი გადასცეს და მისი საცხოვრებელი ადგილისა და გადაადგილების მარშრუტის დადგენა სთხოვეს, ხოლო აღნიშნული დავალების შესასრულებლად, ავანსის სახით, 5 000 აშშ დოლარი მისცეს. ამის შემდეგ, ოთარ როგავა ქ. ბათუმში თავის ნაცნობს დავით როყვას დაუკავშირდა და კორძაძის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში დახმარება სთხოვა. ოთარ როგავამ და თემურ ბუთბაიამ ქ. ბათუმში ასევე გაიცნეს დავით როყვას ნათესავი გიორგი გაბუნია და მეგობარი ლევან ქარცხავა, რომელთა საშუალებითაც კორძაძის სახცოვრებელი ადგილი და გადაადგილების მარშრუტი დაადგინეს.

„2010 წლის მარტში ოთარ როგავა და თეიმურაზ ბუთბაია კვლავ შეხვდნენ ზემოხსენებულ ორ რუს პიროვნებას ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც მათ დამატებით 5000 აშშ დოლარი და ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიღეს. აღნიშნული მოწყობილობა კრიმინალებს დიმიტრი კორძაძის ავტომანქანაში უნდა დაემონტაჟებინათ. 2010 წლის 4 მაისს როგავამ და ბუთბაიამ ასაფეთქებელი მოწყობილობა ქ. ბათუმში გადაიტანეს, სადაც ბუთბაიამ ის კორძაძის ავტომანქანის ქვეშ დაამონტაჟა. დიმიტრი კორძაძის ლიკვიდაციის შემდეგ დამკვეთები თეიმურაზ ბუთბაიას ისევ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქ. გალში, შეხვდნენ და 42 000 აშშ დოლარი გადასცეს“.

პოლიცის მიერ ჩატარებული ოპერატიული–სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულნი არიან დანაშაულის ჩადენასა და ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი შემდეგი პიროვნებები: თემურ ბუთბაია, ოთარ როგავა, დავით როყვა, ლევან ქარცხავა. ოთარ როგავამ ციხის საპყრობილეში მოიკლა თავი. იძებნება დანაშაულის თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილი გიორგი გაბუნია.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 2011 წლის 5 აპრილს დაიწყება.

თუ რა გარემოებაში მოიკლა თავი ოთარ როგავამ და რა მიზეზით, შსს დეტალური ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები