კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახაშენში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

22 მარტი, 2011

გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ თითოეულ აბონენტს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გარდა დამატებით 60 ლარი დააკისრა, რომლის გადაუხდელობის გამო, მეხუთე დღეა, ასამდე ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

„უკვე მეხუთე დღეა, სოფელ ახაშენში სამ უბანს ელექტროენერგია არა გვაქვს. 60 ლარი დაგვაწერეს თითოეულ ოჯახს, რომელიც ვერ გადავიხადეთ. ყაჩაღებივით არიან. გარღვევაა საუბნო მრიცხველზეო და სანამ თანხას არ გადაიხდით, უშუქოდ იქნებითო. გამოიკვლიონ ის გარღვევა საიდან არის, ვერ ვიხდით და უშუქოდ როდემდე უნდა ვიყოთ. სემეკ-ში ვრეკავთ, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევენ. ენერგოომბუდსმენის ნომერი გავიგეთ, დავურეკეთ და არ პასუხობს ზარებს. ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა მოვითხოვეთ და არავინ გვხვდება“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ჟანა დიდებაშვილი ახაშნის მაცხოვრებლების ბრალდებებს უარყოფს. „ეს არ არის დამატებით დარიცხული თანხები. ქვითარში მათ მიერ დახარჯული ელექტროენერგიის გადასახადია აღნიშნული, რომელიც საუბნრო მრიცხველის ჩვენებით ანგარიშდება“, - აღნიშნა დიდებაშვილმა.

იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება არ აღუდგა, ახაშნის მაცხოვრებლები თელავი-თბილისის ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები